პოლიტიკა
"მარტიდან მერია გაფანტული სკლეროზის მედიკამენტებს დააფინანსებს"
2020-01-22 11:22:33
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2020 წლის მარტიდან მერია გაფანტული სკლეროზის მედიკამენტების დაფინანსებას დაიწყებს. მისი თქმით, ამ დაავადების მკურნალობა წლიურად, დაახლოებით, 24 000 ლარი ჯდება და სოციალურად დაუცველებისთვის ის 100%-ით დაფინანსდება, სხვებისთვის კი 80%-ით.
კალაძემ განმარტა, რომ ადრეულ სტადიაზე მკურნალობა ამ დააავადების მქონეებს მისცემს შანს, სრულფასოვნად იცხოვრონ და არ დაკარგონ შრომისუნარიანობა.
კომენტარები