სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
"6 კანდიდატის ჩაგდება ცოტა არ არის. ჩვენ დიდი ზიანი მივაყენეთ ამ პროცესს" - აგანცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ "კურიერთან" საუბრისას.
როგორც დოლიძემ აღნიშნა, სამოქალაქო საზოგადოება სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
გარდა ამისა,ანა დოლიძეს აქვს მოლოდინი, რომ პლენარულ სხდომაზე მოსამართლეობის 14 კანდიდატიდან კიდევ რამდენიმე ჩავარდება.
"პირველ რიგში ყველა ადამიანს, რომელიც საქართველოს მომავალს გულშემატკივრობს, მინდა ვუთხრა, რომ დღეს აქ არ არის 20 კანდიდატი და არის 14 კანდიდატი, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება. 6 კანდიდატის ჩაგდება ცოტა არ არის. ჩვენ დიდი ზიანი მივაყენეთ ამ პროცესს. ეს 6 კანდიდატიც გაპარპაშდებოდა უზენაეს სასამართლოში რომ არა ჩვენ. პროცესს გამოეთიშნენ ის ადამიანები, რომელთა სახელიც დაკავშირებულია სერიოზულ პოლიტიკურ საქმეებთან და დღეს, ჩვენ ისინი პროცესიდან მოვხსენით. 14 ადამიანი რომ გავიდა, ეს ჩვენთვის სამწუხაროა და მათი სახელი და გვარები არის იმ პარლამენტის წევრების ნამუსზე, რომელთაც ამ სიას მწვანე აუნთეს.
შესაძლებელია, რომ სესიაზე კიდევ რამდენიმე კანდიდატი ჩავარდეს და ოცნებამ თქვას,რომ ის ასრულებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას. მაგრამ, აქ ბრძოლა ასევე იქნება იმაზე, თუ ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ანუ ვინ გააკონტროლებს უზენაეს სასამართლოს, ეს იქნება გიორგი მიქაუტაძე, თუ შალვა თადუმაძე. მინდა გითხრათ, რომ ქართული სამართლისთვის ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი, თუ უდიპლომო მოსამართლე გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. დღეს კარგად ითქვა აქ, თუ ვარდენას არ უნდოდა უდიპლომო სასიძო, როგორ უნდა "ქართულ ოცნებას" უდიპლომო მოსამართლე. ჩვენ სასამართლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ," - განაცხადა ანა დოლიძემ.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები