სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების აქციებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე ფრთის რევოლუციური სცენარის განვითარებას წარმოადგენს.
„ეჭვი მაქვს, იქნებ, ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება, რომ არ მივიღოთ, რადგან ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე. ის შევადგინეთ მას შემდეგ, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ბიუჯეტის და იმ პროექტების ფონზე, რომლებსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, სტაბილურობის შენარჩუნების ფონზე, აღარ მინდა ვთქვა, მაგრამ იმ 9 წლის ფონზე, როდესაც ადამიანებმა გამოსცადეს სერიოზული რეპრესია, მათ, რასაკვირველია, ძალიან პატარა შანსი აქვთ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა მასშტაბური პროექტები წარმოადგინა, როგორიცაა განათლების სისტემის სრული რეფორმა, ახალგაზრდებისათვის მისაღები სისტემის აწყობა.
„ამ სისტემის გარდა კონკრეტულად, მატერიალურად თვალხილული წარმატება გერმანულ განათლების სისტემასთან ზიარებისა. კიდევ, ქალაქების აღდგენა ფერფლიდან, მუცოს აღდგენა, სხვადასხვა კულტურული პროექტი“, – დასძინა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია და მისი ჩაგდება ქვეყნის ღალატი იქნება.
„მომავალი წლიდან მასწავლებლების დიდი ჯგუფი მიიღებს ღირსეულ ხელფასს, ასევე პოლიციელები, ჯარისკაცები, ყველა ადამიანი, ვინც ემსახურება ჩვენს უსაფრთხოებას, იზრდება დაბალი რგოლის უზრუნველყოფა ფინანსურად, მატერიალურად და ამასთან ერთად, კიდევ უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი. ამ ფონზე ცალკე აღსანიშნავია საქართველოს უსაფრთხოების თემა – უძლიერესი, ინტენსიური წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე. ბიუჯეტის ჩაგდება არის სახელმწიფოს ღალატი, ქვეყნის ღალატი და უკან დახევა, იმის გამო, რომ იქ პიკეტირება ხდება.რევოლუციური სცენარია, განა ვერ ატყობს ვერავინ. ვატყობთ, რასაკვირველია. ამასთანავე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება, მაგრამ სახელმწიფოს, სახელმწიფოში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ გადარჩენის უფლება და გაცილებით უფრო მეტს. ასევე, აქციაში მონაწილე იმავე ხუთი ათას, თუ ექვსი ათას ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს სტაბილურ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც იმავეს იტყვიან“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, შექმნილ მდგომარეობაში საჭიროა, გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, როგორიც სახელმწიფოს სჭირდება.
„არ არსებობს სახელმწიფოს იქით არაფერი – ეს არის ჩვენი ოჯახებიც, მომავალი თაობაც. არ მინდა პათეტიკურად გამოვიდე, მაგრამ რეალურად არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომ ჩვენ ოდნავ მაინც პოლიტიკური პარტიის წარმატებაზე ვფიქრობდეთ ისე, რომ არ ვიფიქროთ ქვეყანაზე. მაშინ რად უნდა ან იმ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი თანხის დახარჯვა, თუ ამ ქვეყანაზე არ ფიქრობს? ან ბიუჯეტი რა საჭიროა? ბოლო-ბოლო მოკვდეს, ვინც მძიმე ავადმყოფია და არც ოპერაცია ეკუთვნის? ასე არ იყო? მთელი თანხა გადასროლილი იყო მშენებლობისკენ. ზრდის მაჩვენებელი იყო, მაგრამ ხალხი გვაკლდებოდა. გაიხსენეთ დამოკიდებულება ხალხის მიმართ როგორი იყო, სააკაშვილმა როგორი სისტემა შექმნა და იმ გავრილოვის თემაზე აწყობილი პოლიტიკით როგორ უნდა, რომ ქვეყანა დაანგრიოს. გავრილოვი კი არა მთელი რუსეთი შემოიყვანა აგერ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში თავისი ტანკებითა და ბეტეერებით. არ დაუჯერეს არც აშშ-ს, არც ევროკავშირს, არც საგზაო რუკას, არც ფინანსებს, არც პოლიტიკას და გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო. ცუდია რომ ახალგაზრდებს რაღაც შეიძლება კიდევ მოატყუო, არც შარვალჩახდილი ქართველები ვარგიან, რომლებიც დგანან საოკუპაციო ხაზთან და მოწინააღმდეგეს აჩვენებენ ამ ყველაფერს. არ ვარგა ეს სისტემა. სისტემა ვარგა, როდესაც ადამიანები არიან პასუხისმგებლიანი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები