სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
A კატეგორიის ტაქსის მფლობელებს, პირველი ნოემბრიდან ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერის მიღება შეეძლებათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მძღოლები მერიისგან მიიღებენ შეტყობინებას, თუ რომელ სერვისცენტრს მიმართონ მომსახურებისთვის.
„მინდა, ერთი სიახლე შევატყობინო ტაქსის მფლობელებს, რომლებიც A კატეგორიით ჩაერთვნენ მომსახურების მიწოდებაში. პირველი ნოემბრიდან, მათ შეეძლებათ, მიიღონ ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი, რომელსაც მერია კონკურსში გამარჯვებულ კერძო კომპანიასთან ერთად სთავაზობს A კატეგორიის ტაქსებს. ვაუჩერების დარიგების პირველი ეტაპისგან განსხვავებით, მძღოლებს არ დასჭირდებათ ვაუჩერის მიღება რაიმე მისამართზე, ჩვენ მათ შევატყობინებთ, რომელ სერვისცენტრებში იქნება ეს მომსახურება და პირდაპირ შეძლებენ მისვლას“,- განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ავტომობილის მფლობელს, რომელიც ამ ვაუჩერით ისარგებლებს, გადაეცემა 20%-იანი ფასდაკლების ბარათი სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მომსახურების ერთ-ერთ ქსელში.
„ეს შეთავაზება და ფასდაკლების ბარათი არის უშუალოდ ჩვენს კონკურსში გამარჯვებული კომპანიის. აღნიშნულზე მერია არ გასწევს ხარჯს ბიუჯეტიდან.
პირველ ეტაპზე, როდესაც ჩვენ ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერები დავაანონსეთ, ძალიან დაბალი იყო აქტივობა და პრაქტიკულად არც მომხდარა მათი გამოყენება, ამიტომ, გადავწყვიტეთ მეორე ეტაპი შეგვეთავაზებინა მძღოლებისთვის. ჩვენი გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ტაქსის მომსახურება იყოს სარგებლიანი და კომფორტული როგორც ტაქსის მძღოლებისთვის, ასევე, მისი მომხმარებლებისთვის“,- განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ტაქსების რეფორმა საკმაოდ პოზიტიური და შედეგიანი გამოდგა.
„მეორე ეტაპი, როგორც ყველამ ნახეთ, ითვალისწინებს თეთრ ფერს და მანათობლის სტანდარტს, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაურიგა სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს.8 000-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება უკვე ჩართულია მომსახურების მიწოდებაში“,- აღნიშნა კახა კალაძემ.
კალაძე ასევე შეეხო ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპსაც, რომლის შესახებ ინფორმაციაც, მისივე განმარტებით, საზოგადოებას ახლო მომავალში წარედგინება.
მისი განცხადებით, რეფორმის თითოეული ეტაპი, როგორც უსაფრთხოებას, ისე მომსახურების ხარისხს უკავშირდება.
„მნიშვნელოვანია, რომ იქნება რეფორმის მესამე ეტაპი, რომელსაც ახლო მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, რეფორმის თითოეული ეტაპი უკავშირდება, როგორც უსაფრთხოებას, ასევე, მომსახურების ხარისხს, ტაქსის ბაზარზე სტაბილური ეკონომიკური პირობების შექმნას და ვიზუალური სტანდარტის გაუმჯობესებას“,-აღნიშნა კახა კალაძემ.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები