სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "იმედის" დოკუმენტურ ფილმს ეხმაურება, სადაც აგვისტოს ომის დაწყებაში წინა ხელისუფლება არის დადანაშაულებული და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ბრალეულობა უკანა პლანზეა გადატანილი.
მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულად აფასებს ფილმის შინაარს და უსაფუძვლოს უწოდებს ბრალდებას, რომ თითქოს მან ომი მხოლოდ იმის გამო დაიწყო, რომ პოლიტიკური სიტუაცია შერყეული ჰქონდა.
"მე, ჯერჯერობით, ცოცხალი ვარ და შემიძლია ზუსტად მოგიყვეთ რა მამოძრავებდა, რა იყო მიზეზები და ეს არაერთხელ მომიყოლია. მაგრამ ის ბრალდება, რომ თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი იმის გამო, რომ მე მქონდა შერყეული პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში, გათვლილი არის კლინიკურ იდიოტებსა და უბრალოდ სკლერიოზიან ადამიანებზე.
„2007 წელს მართლაც ჩვენს წინააღმდეგ იყო გამოსვლები, მე გადავდექი, განსხვავებით ამათგან და ახალი არჩევნები, ჯერ საპრეზიდენტო არჩევნები მოვიგეთ და შემდეგ, რამდენიმე თვეში, ვისაც არ ახსოვს მინდა შევახსენო, მოვიგეთ უზარმაზარი უპირატესობით საპარლამენტო არჩევნები და გვქონდა ერთპიროვნული კონსტიტუციური უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში. ჩვენს ხელისუფლებას საერთოდ არაფერი არ ემუქრებოდა. სწორედ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამოწურა ყველა შესაძლებლობა შიდა დესტაბილიზაციის, პროვოკაციების, ყველაფერ ამის შემდეგ, როცა ჩვენ განვიმტკიცეთ ხელისუფლება, პუტინმა გადაწყვიტა საქართველოზე თავდასხმა. ჩვენ კი არ დავესხით მათ თავს იმიტომ, რომ ხელისუფლება შეგვერყა, პირიქით, იმის გამო, რომ განვამტკიცეთ ხელისუფლება, მან გადაწყვიტა ჩვენზე თავდასხმა, ეს არის სიმართლე", - ამბობს სააკაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ამბობს, რომ აღნიშნული ფილმის შექმნის ინიციატორები პუტინთან არიან კავშირში და რუსულ დავალებას ასრულებს.
„მე იმათაც მინდა ვუთხრა, ვისაც ეს ჰგონია შემთხვევითობა და ვიღაცის თვითშემოქმედება. ხაბურძანია იყო პუტინის კაცი, პუტინმა ეს მე მითხრა პირადად, ლალიაშვილი იყო მისი მარჯვენა ხელი, ლალიაშვილი, რა თქმა უნდა, რუსეთთან არის კავშირში, ისევე, როგორც ამ დღეებში აქტიურობს, ის იყო თავის დროზე საქართველოს დიპლომატიურ მისიაში ჩანერგილო, ასევე კაგებეშნიკ პეტრე ჩხეიძის მიერ და იყო კგბ-ს წარმომადგენელი საქართველოს საგარეო სამსახურში, ეს ვიცით ყველამ და ვისაც ამ საქმესთან ჰქონდა შეხება და ეს ხალხი აქტიურობს დღეს. ეს არის რუსული დავალება", - ამბობს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი იმ მთავარ მიზნებზე საუბრობს, რაც ამ ფილმს აქვს. მესამე პრეზიდენტის თქმით, იგეგმება ჰააგის სასამართლოში ქართველი ჯარისკაცების გასამართლება, რის გამოც საზოგადოებრივი აზრის შეცვლა სურს ივანიშვილის ხელისუფლებას.
ამას გარდა, ფილმის ერთ-ერთ მთავარ მიზნად, მიხეილ სააკაშვილი პუტინის განზრახვას ასახელებს, რომელსაც შიდა ქართლის ანექსია სურს.
"ეს ფილმი არის რუსული დავალება და მას აქვს კონკრეტული ორი მიზანი - რუსეთი ამზადებს საფუძველს, ეს უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ უახლოეს კვირებსა და თვეებში, მას შემდეგ, რაც იმუშავა წულუკიანმა ივანიშვილის დავალებით, ქართულ სამხედროებს წაუყენონ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში ბრალი, წულუკიანი ამაზე ძალიან ბევრს მუშაობს და ძალიან უნდა, რომ ეს მოხდეს და ამისთვის ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს, უნდა აჩვენონ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ეს არის ქართული საზოგადოებრივი აზრი, ეს არის პირველი საფუძველი, ჰააგაში საქართველოს გამტყუნება და მეორე საფუძველი, რასაც ამზადებს პუტინი ეს არის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, სინამდვილეში, შიდა ქართლის ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ, მათ მიერ ჩვენი ტერიტორიის საბოლოო მიტაცება, ეს არის, რისთვისაც ისინი ემზადებიან და რისთვისაც არის ეს ფილმი გაკეთებული. ამგვარად, მე მიხარია, რომ ქართული საზოგადოება იღებს ხმას და ასეთ რაღაცებს ივანიშვილი და მისი პატრონები ჩვენ უკვე ასე ადვილად ვეღარ გვახვევენ თავს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები