სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კონფერენცია „სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში“ გახსნა.
სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ენის როლზე, მის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, საქართველოს მეორე სახელმწიფო ენის - აფხაზური ენის შენარჩუნების აუცილებლობასა და ეროვნულ უმცირესობების სრულფასოვანი სამოქალაქო ინტეგრაციისათვის სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"სახელმწიფო ენის დაცვა ჩემი კონსტიტუციური ვალდებულებაა. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად დიდი სიამაყეა. ენა სახელმწიფოს მთავარი შემადგენელი ნაწილია. ენის გარეშე ერთიანი სახელმწიფო ვერ იარსებებს. ენა საზოგადოების გამაერთიანებელია. ენის მეორე მთავარი მახასიათებელია ის რომ, ენა ერის კულტურის მატარებელია. ენის გარეშე კულტურა არ არსებობს. ენების წინაშე დღეს მთავარ გამოწვევას გლობალიზაცია და ტექნოლოგიები ქმნიან. ქართული ენა საზღვარგარეთ სახელმწიფოს დროშაა. ქართული დამწერლობა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ენის ცნობადობა იზრდება. ჩვენი მიზანია ქართული კულტურითა და ლიტერატურით, რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ევროპული კულტურული სივრცის ნაწილი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა დიასპორასთან მიმართებაში ენის შენარჩუნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ქართული დიასპორა ენას დაკარგავს, თავად დიასპორაც დაიკარგება. "დიასპორის აქტიური ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში დამოკიდებულია ენაზე. ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი, რომ დიასპორა ჩართული იყოს დისტანციური სწავლების პროგრამებში და გახდეს ხიდი სხვა ქვეყნებთან და საზოგადოებასთან“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის პროცესში სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ძალიან ბევრს აკეთებს იმისათვის, რომ ს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა არ დაკარგონ საკუთარი ტრადიციები და მშობლიური ენა, მაგრამ ამავდროულად საჭიროა, ქართული ენა მათთვისაც გახდეს მშობლიური ენა.
პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა, ეროვნულ უმცირესობებს ჰქონდეთ ყველა საშუალება შეისწავლონ ენა. ენის სწავლება საბავშვო ბაღებიდან უნდა იწყებოდეს და სკოლებსა და უნივერსიტეტებში გრძელდებოდეს. სახელმწიფო ენის ცოდნა უნდა იყოს მთავარი ინსტრუმენტი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის მთავარი ინსტრუმენტი. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს მეორე სახელმწიფო ენა - აფხაზური ენა საფრთხის ქვეშაა და ძალიან რთულ მდგომარეობაშია. "26 მაისის სიტყვის შემდეგ, აფხაზეთის ე.წ. იქაური მთავრობისაგან იყო რეაქცია, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება და არ მიმდინარეობს რუსიფიკაცია. მათი რეაქცია ცხადყოფს, რამდენად მართალია ეს მძიმე ანალიზი. აფხაზური ენა ასევე ჩვენი დასაცავია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
კონფერენცია „სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში“ ერთობლივად მოამზადა: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-...
დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა. ავტომობილში იმ...
ეს ჩემთვის გასაგებია. ჩვენ გასულ კვირას, მერიაში რეორგანიზაცია გამოვაცხადეთ. კარგია, ეს თვითლუსტრაციაა. ყველას თავისი გზა აქვს. ეს ადამიანები ამ გზას ირჩევენ, მათი გადასაწყვეტია. მე ამას ველოდებოდი, რ...
„საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, წლების განმავლობაში ვმუშაობდით ქართული სა...
"დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი", - ამის შესახებ პრემიერი, ირაკლი კობახიძე საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს და...
„ეს ადამიანები, როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს არ არის, მე მგონი, დასამალი - ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. ისინი არიან ჩვენი პარტიი...
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან კვლავ ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. “გამოვთქვათ რეაქცია პოლიციის უღირსობაზე! თბილისელების რეაქციამ მოიტანა კონკრეტულ...
"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს საკითხი. ქვეყანაში გაემგზავრება EEAS/ევროკავშირის კომისიის ოფიციალური პირების "ტექნიკური მისია". ევროკავშირის სპეციალურ წარმ...
მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის განცხადებების შემდეგ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწუნებული დავით ბოჭორიშვილი საგარეო საქ...
„მათ მმართველობას საკუთარ ქვეყნებში მოსახლეობამ უარი უთხრა - როთი არის შოლცის პარტიიდან და კოალიცია საერთოდ დაეშალათ. ეტყობა ისეთი უავტორიტეტოა, რომ იქ ქუჩაში საერთოდ არ გაესვლება. ეს როთები იქა...
„ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. ეს არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ ქვეყანაში ჩადიან, ხან მეორეში. ჩვენ გვახსოვს, როცა ისინი ოპოზიციის აქციების დროს ჩამოვიდნენ, მა...
სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით წერეთლის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან. ისინი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს წინ პო...
სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით წერეთლის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან. ისინი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს წინ პო...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები