0 0 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ თიბისი ბანკის საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ თიბისი ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB –‘’-დან „BB“ დონემდე, ხოლო მდგრადობის რეიტინგი „bb-'’დან „bb’’- მდე გაზარდა. ამასთან, პროგნოზი კვლავ „სტაბილურ“ ნიშნულზე  შენარჩუნდა.

 

„Fitch Ratings“-ის განცხადებით, თიბისის საკრედიტო რეიტინგის გაზრდა განპირობებულია ბანკის ძლიერი ფინანსური მაჩვენებლებით და ბიზნეს პროფილით, რაც დასტურდება თიბისის მაღალი მომგებიანობითა და ძლიერი კაპიტალის პოზიციით.

 

"ჩვენ ძალიან გვახარებს თიბისის საკრედიტო რეიტინგის გაზრდასთან დაკავშირებით „Fitch Rating“-ის გადაწყვეტილება. ეს სარეიტინგო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ბანკის ფუნდამენტურ ფინანსურ სიძლიერესა და რისკის მყარ პროფილს, რაც გამოხატულია აქტივების ჯანსაღი ხარისხით და მომგებიანობისა და კაპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლებით" - განაცხადა თიბისი ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...