1 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

თიბისისა და ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიას (FMO) შორის  300 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. ხუთწლიანი სასესხო პროდუქტი, ახალგაზრდა მეწარმეების და  იპოთეკური მსესხებლების, ასევე, მწვანე პროექტებისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებას მოხმარდება.

 “გვეამაყება, რომ თიბისი თექვსმეტ წელზე მეტია, წარმატებულად თანამშრომლობს FMO-სთან, ეს ჩვენი ნაყოფიერი საქმიანი ურთიერთობის ნათელი დადასტურებაა. 2018 წლის შემდეგ, ეს არის FMO-თან ჩვენი რიგით მეორე თანამშრომლობა ადგილობრივი ვალუტის დაფინანსებაზე. აღნიშნული ტრანზაქცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის დედოლარიზაციას და გავცეთ მეტად საჭირო, გრძელვადიანი, ადგილობრივი ვალუტის სესხები ბიზნეს და საცალო მომხმარებლებზე. მადლობას ვუხდით FMO-ს ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებთ, რომ წინ წარმატებული თანამშრომლობის კიდევ მრავალი წელი გველის,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ დავუჭერთ მხარს ჩვენს გრძელვადიან პარტნიორს, თიბისი ბანკს, ადგილობრივი ვალუტაში დაფინანსების მიწოდების გზით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის დედოლარიზაციას. ეს ინსტრუმენტი ასევე სრულად შეესაბამება FMO-ს ფართო სტრატეგიას უთანასწორობის შემცირებისა და ფინანსური ჩართულობის გასაზრდელად, აქცენტით ახალგაზრდებსა და მცირე და საშუალო მეწარმეებზე. ამით ჩვენ  ხელს ვუწყობთ სამუშაო ადგილების შექმნას და შენარჩუნებას ქვეყანაში. ვიმედოვნებთ, რომ თიბისისთან მდგრადი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება,“  - ჰუიბ-იან დე რუიჯტერი, FMO-ს საინვესტიციო მიმართულების ხელმძღვანელი.

ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია მხარს უჭერს კერძო სექტორის მდგრად ზრდას, განვითარებად ქვეყნებში ამბიციურ პროექტებსა და მეწარმეებში ინვესტირების გზით. FMO მიიჩნევს, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების წინაპირობაა. 50 წლის განმავლობაში FMO საშუალებას აძლევს ადამიანებს გამოიყენონ თავიანთი უნარები და გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი. FMO ფოკუსირებულია სამ სექტორზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ქვეყნის განვითარებაზე: ფინანსური ინსტიტუტები, ენერგეტიკა და აგრობიზნესი, საკვები და წყალი.

12,1 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პორტფელით, მსოფლიოს 85 ქვეყანაში, FMO არის ერთ-ერთი მსხვილი ორმხრივი კერძო სექტორის განვითარების ბანკი მსოფლიოში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.fmo.nl

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:26

    ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპე...

    თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...