1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ჯაოკენმა“ კიდევ ერთი ფილიალი ბათუმში გახსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერას განაგრძობს.  ბანკისა და კომპანია „ჯაოკენის“ კიდევ ერთი წარმატებული პარტნიორობის შეგედაგ მორიგი ფილიალი ბათუმში, შავშეთის 60 ნომერში გაიხსნა. ახალ ლოკაციაზე მომხმარებელს 35 სხვადასხვა დასახელების  ბრენდის კერამიკული და კერამოგრანიტის ფილების, ლამინირებული იატაკის, პარკეტის, შპალერის, ლაქ-საღებავების, სანტექნიკის, სააბაზანო ოთახის ავეჯისა და აქსესუარების შეძენა შეუძლია.

 

პროექტის საერთო საინვესტიციო მოცულობა 3.2 მლ ევროს აღწევს. ბანკის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი კი 1.3  მლნ ევროს შეადგენს.

 

„ჯაოკენის ახალი შოურუმი, არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ რემონტის კეთების ის პროცესი გაიმარტივოთ, რომელიც პროდუქციის შერჩევასთან არის დაკავშირებული. ჩვენ კარგად გვესმის რომ  რემონტისას ყველა ადამიანს სურს საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოხატვა. სწორედ ამიტომ, ბათუმის შოურუმში დაგხვდებათ უდიდესი არჩევანი, დატვირთული თანამედროვე ტენდენციებისა და სტილის მატარებელი ასორტიმენტით, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელზე. აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ჩვენთან წარმოდგენილი ყველა პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა“,- განაცხადა ჯემალ ჯაოშვილმა, ჯაოკენის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა.

 

ინფორმაციისთვის, კომპანია ჯაოკენი 1997 წელს დაარსდა. კომპანია უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით არის წარმოდგენილი ჯაოკენის შოურუმებით, ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სენაკი და თელავი. კომპანია უზრუნველყოფს მსოფლიო დონის ბრენდებისა და ინოვაციური პროდუქტების იმპორტს ძირითადად  ესპანეთიდან და იტალიიდან. ჯაოკენის გუნდი მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იმისათვის რომ მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო მომსახურება.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:26

    ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპე...

    თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...