2 3 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა მოსწავლეებს საქართველოში პირველ, კომაროვის STEM ბანაკში იწვევს

საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკი და  კომაროვის სკოლა  ერთობლივ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც X და XI კლასის მოსწავლეებს საქართველოში პირველ, კომაროვის STEM ბანაკში იწვევს.

 

ეს იმას ნიშნავს რომ, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულებებით დაინტერესებულ მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა ბრიტანული საზაფხულო სკოლების მოდელზე დაფუძნებულ STEM ბანაკში და ზაფხულის არდადეგების ერთი კვირა საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატარონ.

 

ბანაკში მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში შეხვდებიან STEM მიმართულებებით ქვეყნის გამორჩეულად წარმატებულ ადამიანებს; გაიღრმავებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას; გაიცნობენ მსგავსი ინტერესების მქონე გამორჩეულ მოსწავლეებს მთელი საქართველოდან; დაკავდებიან სხვადასხვა სპორტული და  გასართობი აქტივობით.

 

იმისათვის რომ მოსწავლემ მიიღოს მონაწილეობა ბანაკში, საჭიროა მათ ჰქონდეთ უმაღლესი შეფასება - 10 ქულა STEM მიმართულების 4 საგანში (მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია). ასევე, მათ უნდა შეავსონ აპლიკაცია და გაიარონ შესარჩევი ეტაპები, რომელიც შედგება ტესტირებისა და გასაუბრებისგან. აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო და ის 13 მაისს დასრულდება. დეტალური ინფორმაციის მიღება მონაწილეობის შესახებ შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/dWRNiwgZecZofnor7

 

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკი, დიდ ყურადღებას უთმობს ახალაგაზრდების მოტივირებას, პროფესიის შერჩევის დროს მათ მხარდაჭერას და მომავლის პროფესიებზე ცნობადობის ზრდას. სწორედ ამიტომ, კომაროვის STEM ბანაკს ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს ბანკი უწევს. მასში მონაწილეობა ყველა შერჩეული მოსწავლისთვის უფასოა.

 

ბანაკი 2022 წლის 19-26 ივნისს, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ჩატარდება. ბანაკს უმასპინძლებს მაღალი დონის სასტუმრო ბაკურიანში. ბანაკი კოვიდრეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.

 

„საქართველოს ბანკისათვის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, განათლებისა და კარიერული განვითარების მხარდაჭერა, განსაკუთრებით მომავლის პროფესიების შერჩევისას, უცვლელი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ბანაკის ორგანიზებით კი გვაქვს შესაძლებლობა,  ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს მათი ინტერესების კიდევ უფრო გაღრმავებაში, მათვის საინტერესო მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებაში. საქართველოს ბანკი მუდმივად მზადაა მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა თაობისთვის საინტერესო პროექტებს და გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ კუთხით. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...