1 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

დახატე ოცნება - მართე მომავალი - „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ხატვის კონკურსის გამარჯვებულები

ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, არც ოცნებას - მით უმეტეს მაშინ, როცა შესაძლოა, ოცნებები რეალობად იქცეს და ერთ დღესაც სამყარო ისეთივე ფერადი, ხალისიანი და უდარდელი გახდეს, როგორიც ეს ბავშვებს წარმოუდგენიათ…

სწორედ ბავშვების წარმოსახვით შექმნილი მომავლის ავტომობილები იყო „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ხატვის კონკურსის მთავარი თემა. 9 გამარჯვებული 3 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდა და ახლა მათ ნამუშევრებს საერთაშორისო კონკურსზე, იაპონიაში შეაფასებენ. 

7 წლის ანანო მაისურაძე, პირველი ასაკობრივი კატეგორიის გამარჯვებულია. მშობლებისგან გაიგო, რომ თურმე „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ხატვის კონკურსს აცხადებს და ყველა ბავშვს დროში, ფანტაზიაში ფანტაზიასა და ოცნებებში მოგზაურობის საშუალებას აძლევს. მხიარულმა, ცელქმა და უსაზღვროდ ენერგიულმა ანანომ,  ფერადი ფანქრები მოიმარჯვა, ოცნების ავტომობილში მთელი მსოფლიოს მოსახლეობა ჩასვა და კორონა ვირუსისგან სამუდამოდ გაათავისუფლა. 

  

„ჩემი „მომავლის მანქანა“ ანადგურებს კორონას, მის დანახვაზე ვირუსები გარბიან და პირბადეების გამოყენების საჭიროება აღარ არსებობს. ამ ავტომობილის მეშვეობით, სიხარული და იმედი ჩნდება ბავშვებში. კონკურსის შედეგებს მოუთმენლად ველოდებოდი, ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ, რომ გავიგე  ჩემი გამარჯვების შესახებ, ძალიან გამეხარდა. გამიხარდა. დაჯილდოების ღონისძიებამ კი უფრო მეტი სიხარული მომგვარა. ვიცი, რომ ჩემი ნახატი გაიგზავნა იაპონიაში, მთავარ კონკურსზე გაიგზავნა, რამაც მორიგი გამარჯვების იმედი გამიჩინა“, - ანანო მაისურაძე.   

11 წლის ლიზა ნარსიას ქართული ცეკვა, სიმღერა და ხატვა უყვარს. წერს ლექსებსა და მოთხრობებს. ოცნებობს ბევრს და მისი სამყარო ჯადოსნური მანქანებით სავსეა. დიდი ფიქრისა და შრომის შედეგად სულ რამდენიმე დღეში ოცნება ფურცელზე გადაიტანა და ფერები შეასხა. ავტომობილში სოციალურად დაუცველი ადამიანები მოათავსა და მათი პრობლემების მოგვარება მომავლის მანქანას მიანდო. 

„საქართველოში და არამარტო საქართველოში, ცხოვრობენ გაჭირვებული ადამიანები, ჩემი მანქანა სწორედ მათთვისაა. ისინი იმოგზაურებენ სამყაროს გარშემო და თან სახლებს შეაფარებენ თავს. ძალიან მინდა, ეს ოცნება ამიხდეს და მთელი გული ჩავდე ამ ნახატში. კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც დამიკავშირდნენ და გამარჯვების შესახებ მაცნობეს, ძალიან გამეხარდა გამიხარდა და დიდ ემოციებში ვიყავი. ვერ წარმოვიდგენდი, პირველი ადგილის მფლობელი თუ გავხდებოდი. ამ კონკურსმა დამარწმუნა, რომ მთავარია მონდომება და წარმატებას აუცილებლად მიაღწევ. ახლა მთავარ კონკურსზე ვღელავ, თუ რომელიმე ადგილის მფლობელი გავხდები, ვიცი, ეს ჩემს ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლის“, - ლიზა ნარსია.

 

15 წლის ნათია დუჩიძეს ფსიქოლოგია აინტერესებს. ემოციების საკუთარ თავში დამალვა ახასიათებს, უცხო ხალხთან კომუნიკაცია ბოჭავს და განცდების, ფიქრებისა თუ სათქმელის გამოხატვას ყოველთვის ფურცელზე ფანქრით ცდილობს. დიდი ხანია ხატავს დადა ეს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს, და თანაც განტვირთვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს. უცხო საზოგადოების აზრი თუ შეფასება ყოველთვის აინტერესებდა, კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტა და ოცნების ავტომობილზე ფიქრი დაიწყო - ერთ თვეში, გუაშით მომავლის მანქანა შექმნა, რომელიც ადამიანებს ყველანაირ ტკივილსა და ცუდ მოგონებებს ავიწყებს. 

 

„მე ფანქარში მიყვარს ხატვა, შავ-თეთრში, მაგრამ, რაკი ეს მანქანა რადგან ოცნებასთან იყო ასოცირებული, ორ ნაწილად გავყავი, ერთ მხარეს მუქი ფერები დავხატე - სადაც ცუდი მოგონებები და სტრესია, მეორე მხარეს - ფერადი ყვავილები, ლამაზი ჩიტები, მხიარული ფერები შევიტანე. ჩემს ოცნების მანქანაში რომ ჩაჯდება ადამიანი, ყველანაირი ტკივილისგან თავისუფლდება, ყველა ნეგატიური ფიქრი თუ მოგონება ავიწყდება. კარგი იქნებოდა, ესეთი ასეთი მანქანა მართლა არსებობდეს. ეს ჩემი პირველი გამარჯვება იყო., ძალიან ვინერვიულე, მაგრამ არასდროს დამავიწყდება ის მომენტები, ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ კონკურსმა ჩემს ცხოვრებაში. უდიდესი სტიმული მომცა, უფრო თვითდაჯერებული თავდაჯერებული გავხდი“, - ნათია დუჩიძე.

ტოიოტას ხატვის გლობალურ კონკურსს, სადაც რომელშიც ყოველწლიურად მსოფლიოს 100-მდე ქვეყანა მონაწილეობს, საქართველოც უკვე მეთხუთმეტე წელია ტრადიციულად უერთდება. ოცნების ავტომობილი 400-მდე საქართველოში მცხოვრებმა 15 წლამდე ასაკის 400-მდე ბავშვმა წარმოიდგინა და ფანტაზია ფურცელზე გააცოცხლა. 

„მომავლის ავტომობილის შექმნისათვის ბავშვებს სრული თავისუფლება მივეცით, რომ ნამუშევრები თავიანთი ფანტაზიით შეექმნათ. მეტი მნიშვნელობა მივანიჭეთ იდეას და არა ტექნიკურად შესრულებას, თუმცა, მიხარია, რომ საბოლოო ნამუშევრებში ეს თანხვედრა მაინც იყო. ჩვენი მიზანია, ქართველ ბავშვებს მივცეთ საშუალება მივცეთ, მათი თავიანთი ოცნებები დახატონ და მსოფლიოს გააცნონ. ახლა  საერთაშორისო გამარჯვების მოსაპოვებლად მათ ნამუშევრებს იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსზე გავგზავნით“, - თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი.

 

შთამბეჭდავი იყო კონკურსის დაჯილდოვების ცერემონიალი. „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმში ნახატების გამოფენა მოეწყო და ახალგაზრდა მხატვრების გართობაზე ანიმატორებმა იზრუნეს. გამარჯვებულებს, სერტიფიკატებთან ერთად, მათი ინტერესებისა და სურვილების მიხედვით შერჩეული საჩუქრებიც გადაეცათ. შესაძლოა, მათ უკვე შეცვალეს სამყარო და რომელიმე მათგანი მომავლის ავტომობილის ავტორია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...