1 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნატახტარში გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა

5 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიურად მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური რესურსითა და შპს ფუდ ალიანსთან თანამშრომლობით ნატახტარში 10,197 კვ.მ მიწის ფართობზე გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა.  კომპანია მრავალი სახეობის პურს აწარმოებს, მათ შორის ბაგეტებს, კრუასანებს და სხვა. პროდუქტი არის თითქმის მზა მდგომარეობაში და მხოლოდ ღუმელში გამოცხობას საჭიროებს. შპს ფუდ ალიანსის  პროექტის მთლიანი ღირებულება 10 მლნ ლარია, საიდანაც ბანკის ფინანსური თანამონაწილეობა 6.7 მლნ ლარს შეადგენს.  საწარმოს მშენებლობა 2019 წლის მეორე ნახევარში დაიწყო და ერთ წელიწადში დასრულდა. შპს ფუდ ალიანსის პროდუქცია უკვე წარმოდგენილია ჰიპერმარკეტებში (სპარი და კარფური) 

კომპანია “ფუდ ალიანსი” პროდუქციის რეალიზაციას ძირითადად ორი მიმართულებით გეგმავს. ესაა სასტუმროები და საცალო მარკეტები. კომპანია ორიენტირებულია 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები სრულად, უფრო მცირე ზომის სასტუმროები კი 50%-ით აითვისოს. 

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ხელშეწყობით კიდევ ერთმა, ადგილობრივმა წარმოების კომპანიამ დაიწყო ოპერირება.  კომპანია მაღალი ხარისხის პურსა და  გაყინულ საკონდიტრო ნაწარმს აწარმოებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ პროდუქტი აბსოლუტურად ჯანსაღია. თანაც მის საბოლოო მომზადებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. ჩვენ პარტნიორთან ერთად მოუთმენლად ველოდით როდის გამოჩნდებოდა პროდუქცია დახლებზე და  ის უკვე წარმოდგენილია ჰიპერმარკეტების ქსელში.   დარწმუნებული ვართ კომპანია დასახული გეგმების წარმატებით განხორციელებას შეძლებს“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ,  საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...