0 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ ხაშმში ღვინის ქარხანა აშენდა

6 ივლისი, 2020 - საქართველოს ბანკი ღვინის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით, კომპანიის დამფუძნებლების მონაწილეობით სოფელ ხაშმში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ღვინის  ქარხანა აშენდა. კომპანია უკვე აწარმოებს ცხრა დასახელების ღვინოს. ესენია: ხაშმის საფერავი, რქაწითელი ქვევრი, მუკუზანი, რქაწითელი, საფერავი, ქინძმარაული, მწვანე ქვევრი, საფერავი ქვევრი, რქაწითელი-მწვანე ქვევრი. ღვინის წარმოების გარდა ბანკის მხარდაჭერით კომპანიამ ასევე ააშენა  5 ნომრიანი სასტუმრო და 150 კაცზე გათვლილი ღვინის ვერანდა.   კომპლექსი ჯამში 5,000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. პროექტი 2019 წელს დაიწყო და 1 წელიწადში დასრულდა.  დღეს უკვე კომპანია აქტიურად ახდენს ღვინის  რეალიზაციას და სასტუმროც მზად არის სტუმრების დასახვედრად. ბანკის მხრიდან პროექტის ფინანსურმა მხარდაჭერამ  2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.  კომპანიაში ამ ეტაპზე  დასაქმებულია 30 ადამიანამდე. 

„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ  ჩვენი წვლილი მიგვიძღვის ქართულ სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებზე დაფუძნებულ თანამედროვე კონცეპტუალურ სივრცის შექმნაში. მეღვინეობა "მტევინო"  ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის მარანიც  საგარეჯოს რაიონის, სოფელ ხაშმში, თბილისიდან 40 კმ-ში მდებარეობს. "მტევინო" საუკეთესო ადგილია ღვინისა და ვაზის ტრადიციების გასაცნობად. მოხარული ვართ რომ ამ  დროის მანძილზე კომპანიამ უკვე მოიპოვა მომხმარებლის მაღალი ნდობა, რადგან კომპანია უმაღლესი სტანდარტების დაცვით ქმნის ღვინოს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრისთვის“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ,  საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა. 

აღსანიშნავია რომ ღვინის გარდა სასტუმრო „მტევინო“ დამსვენებელს მყუდრო და სასიამოვნო გარემოს სთავაზობს. ოთახებიდან იშლება ულამაზესი ხედები. კომპანია მომხმარებლებს ასევე სთავაზობს ღვინის ტურს, კულინარიულ მასტერკლასს, ღვინის ულამაზეს  ვერანდას და ღია კაფეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...