1 6 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო

29 ივნისი, 2020- საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსში სტუდენტებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო. ახალი გარემო სტუდენტებს დასვენების, კითხვის, სოციალური ინტერაქციის საშუალებას აძლევს. საქართველოს ბანკმა მეათე კორპუსის ფოიე თანამედროვე დიზაინის ავეჯით და ტექნიკით აღჭურვა. 

„საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს და პროდუქტიულს გახდის. მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა საქართველოს ბანკისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტებისთვის ახალი, თანამედროვე სოციალური სივრცე შეგვეთავაზებინა. ვფიქრობთ, თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად  კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო  პროექტის განხორციელებას შევძლებთ“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

ინფორმაციისთვის, ბანკის მხარდაჭერით უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკმა თსუ- საჩუქრად Zoom Education-ის ლიცენზიები გადასცა, რომელიც უწყვეტ რეჟიმში დიდ აუდიტორიებთან ონლაინ ლექციების და აქტივობების განხორციელების საშუალებას იძლევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...