1 3 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი დაზღვევა - 1 წელი ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე

12 000-ზე მეტი დაზღვეული 101 კომპანიიდან, 3 მილიონ ლარამდე ანაზღაურებული თანხა და მომხმარებლის კმაყოფილების უმაღლესი მაჩვენებელი - ასეთია თიბისი დაზღვევის შედეგები ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე შესვლიდან ზუსტად 1 წელიწადში. 

თიბისი დაზღვევა ჯერ მხოლოდ კორპორაციულ ბაზარზე ოპერირებს და ის კერძო მსხვილი და საშუალო  კომპანიების მზღვეველია. პროდუქტის ერთ-ერთი უპირატესობა მაღალი დაფარვა და ლიმიტებია, შესაბამისად, სეგმენტიც საშუალო და მაღალი ანაზრაურების მქონე აუდიტორიაა. 

პროდუქტის მთავარი მახასიათებლებია: 

•       მომსახურების სისწრაფე - რამდენიმე საათში ანგარიშზე ჩარიცხული ანაზღაურება;

•       სიმარტივე - ციფრული სერვისები: ვებ-გვერდი და ბი-ბოტი, რომელთა დახმარებითაც მომხმარებელი რამდენიმე წუთში გზავნის ასანაზღაურებელ საბუთებს, ეწერება ოჯახის ექიმთან და იღებს დაზღვევით გათვალისწინებულ სხვადასხვა სერვისს.

•       დაზღვეულზე ზრუნვა - ინდივიდუალური მიდგომით, თითოეული მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის სასიკეთო გადაწყვეტილების მიღება. 

1 წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაზღვევამ სრულად უპასუხა კომპანიის მისიას და მომხმარებლის საჭიროებებზე ადაპტირებული სწრაფი, მარტივი და ციფრული პროდუქტით 12 000-ზე მეტ დაზღვეულს გაუმარტივა ცხოვრება. თიბისი დაზღვევა მოქალაქეებს არამარტო უმარტივებს ცხოვრებას, არამედ ზრუნავს მათ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე. 

„როდესაც ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტის გაშვება დავაანონსეთ, მაშინვე ჩამოვაყალიბეთ კონკრეტული გეგმა და დაპირება მომხმარებლებისათვის. მათ შორის უმთავრესი იყო მაღალი ხარისხის სერვისი, ციფრული არხების მრავალფეროვნება და ფართო პროვაიდერული ქსელი. დღეს სამივე მიმართულებით წარმატებულები ვართ. ამაზე მეტყველებს სერვისის სიმარტივითა და სისწრაფით ჩვენი დაზღვეულების კმაყოფილება, ასევე ორი ტიპის ციფრული პლატფორმის - ვებ-პორტალისა და ბი-ბოტის სრულფასოვანი მუშაობა, რასაც ზაფხულში მობილური აპლიკაციაც დაემატება. ჩვენი პროვაიდერების ქსელი მთელ საქართველოს ფარავს და 250-ზე მეტ ყველაზე მოთხოვნად კლინიკას აერთიანებს. აპრილში პროვაიდერების სიას ახალი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური კლინიკა - „რეიმანიც“ დაემატა“, -  თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულების დირექტორი, ნინო გაჩეჩილაძე.

R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...