„თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
|
16 ივნისი, 2020- საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 startups-ის მხარდაჭერით, 500 Georgia აქსელერაციის პროგრამა დაიწყო. შერჩეულ 13 სტარტაპს უკვე აქვს შესაძლებლობა სხვადასხვა წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან და მენტორებთან ერთად იმუშაონ საკუთარი იდეების დახვეწაში. ამასთან, მოიძიონ ფინანსური რესურსი, მიიღონ საინტერესო ინფორმაცია მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და სხვა მათთვის საჭირო სფეროების შესახებ. აქსელერაციის პროგრამისთვის შეირჩა შემდეგი კომპანიები: Cardeal.ge; Cargon; CARU; FINMAP.online; Echolize; Intrro; LiveCaller; Phubber App; QCash.ge; Raccoon.Recovery; Stack; Tripcars.com; Wegotrip
აქსელერაციის პროცესი დაყოფილია ორ ნაწილად. პროგრამა წარმოადგენს ინტენსიური და დისტანციური ტრენინგის კომბინაციას, რომელიც 10 თვის განმავლობაში ხორციელდება. სტარტაპერებს მოუწევთ შემდეგი ეტაპების გავლა:
· Foundation boot camp - აქტიური ტრეინინგები მეტორებთან;
· Remote Experimentation - დამოუკიდებლად მუშაობა ტრეინინგებზე მიღებული გამოცდილებით;
· Growth Intensive - პროექტების წარდგენა მენტორებთან და მისი დახვეწა;
· Silicon Valley Immersion - სტარტაპერებისთვის საოცნებო ადგილას 1 თვიანი პროგრამის აქსელერაციის პროგრამის გავლა.
„მოხარულები და ამაყები ვართ, რომ სწორედ საქართველოს ბანკის, როგორც კერძო სექტორის და ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის ჩართულობით უკვე დაიწყო აქსელერაციის პროგრამა. სტარტაპები იწყებენ იმ ძალიან საინტერესო გზას, რაც მათ მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვენჩურული კაპიტალის მქონე კომპანიასთან. ეს არის ქვეყნისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა და გვიხარია, რომ ამ პროექტს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ. გვჯერა, რომ 500 Georgia ხელს შეუწყობს ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენას, დაეხმარება მათ წარმატებული კომპანიების შექმნაში, რაც საბოლოო ჯამში გლობალური ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მონაწილეებს ჩვენს თავს და ქვეყანას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, 500 Goergia-ს საქართველოს ბანკი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და 500 startups-ი ახორციელებს. შეთანხმება მხარეებს შორის 2020 წლის 20 თებერვალს გაფორმდა.
500 Startups ბიზნეს იდეის საწყის ეტაპზე ინვესტიციის მოზიდვის აქსელერატორია. გარდა თანაინვესტირებისა, 500 Startups ხელს უწყობს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებას, მხარს უჭერს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის, ღონისძიების, კონფერენციის ორგანიზებას. 500 სტარტაპმა მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტირება მოახდინა 17 სტარტაპ კომპანიაში. მათ შორის არიან Credit Karma, Twilio, Canva, Grab, Gitlab, VTS, Bukalapak, The RealReal, Talkdesk, Knotel და Udemy.
R
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები