1 6 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი შექმნილ ვითარებაში ყველა თანამშრომელს შეინარჩუნებს

თიბისის გადაწყვეტილებით, 2020 წლის განმავლობაში გლობალური პანდემიით გამოწვეული მიზეზებით არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდება. თიბისის გუნდის ყველა წევრი შეინარჩუნებს სამსახურს. ასევე, თიბისის მენეჯმენტი მიმდინარე წელს უარს ამბობს საბონუსე კომპენსაციაზე, რაც როგორც წესი, ანაზღაურების 70%ია.

ამ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა მაქსიმალურად მოკლე დროში კომპანიის თანამშრომლების დისტანციურ და ციფრულ მოდელზე ეფექტიანად გადაყვანის გზით, ასევე, მენეჯმენტის მიერ წლიური ბონუსების დათმობის ხარჯზე.

თიბისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რეპუტაციულად მყარი დამსაქმებელი კომპანიაა და ჯამში 7000-მდე ადამიანს ასაქმებს. კომპანიისთვის პრიორიტეტულია, გუნდი წევრებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობისა და ფიზიკური თუ ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა და შენარჩუნება.

„ჩვენ კარგად გვესმის, თუ რა რთულ დროში გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, რამდენად მნიშვნელოვანია სამუშაოს შენარჩუნება ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის და მათი ოჯახებისთვის. თიბისის კულტურა სწორედ ურთიერთმხარდაჭერის და გვერდში დგომის ფასეულობებზე დგას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არც ერთ თანამშრომელს არ გავათავისუფლებთ კრიზისის მიზეზით 2020 წლის განმავლობაში და მაქსიმალურად შევეცდებით, გავუმარტივოთ მათ ცხოვრება ამ რთულ პერიოდში. ამასთან გადავწყვიტეთ, რომ მენეჯმენტი წელს არ აიღებს  საბონუსე კომპენსაციებს, რაც წლიური ანაზღაურების 70 %. 

ჩვენ დიდი ხანია ვახორციელებთ კომპანიის უპრეცედენტო ციფრულ ტრანსფორმაციას, ეს ჩვენი სტრატეგიაა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა შექმნილმა რეალობამ ეს პროცესი ძალიან დააჩქარა. დარწმუნებული ვართ, რომ ამ კრიზისიდან ჩვენ უფრო მოქნილები და ძლიერები გამოვალთ და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდება სამომავლოდ ჩვენი მისიის შესასრულებლად,” - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...