1 9 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით განაგრძობს მომხარებელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პროდუქციის წარმოებას

COVID-19 ვირუსის პანდემიის ფონზე, „ნატახტარის“ მწარმოებელმა კომპანია „ეფეს საქართველომ“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციებისა და რეგულაციების შესაბამისად, რამდენიმე მკაფიო პრიორიტეტი განსაზღვრა, რომელიც თანამშრომლების, მომხმარებლების და ბიზნესპარტნიორების ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხოებას ითვალისწინებს:

  • თანამშრომლების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვა;
  • წარმოების პროცესში ჯანდაცვის ნორმების დაცვის გამკაცრება;
  • ქართული საზოგადოების, ჩვენი პარტნიორებისა და თანამშრომლების მხარდაჭერა;

16 მარტიდან დისტანციურ საქმიანობაზე გადავიდნენ ის თანამშრომლები, რომლებსაც არ სჭირდებათ ველზე, ან წარმოებაში მუშაობა. წარმოების პროცესი მაქსიმალურად ავტომატიზებული ფორმით, ადამიანის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.  ამასთან, კომპანიამ მაქსიმალურად შეამცირა სამუშაო საათები და სამოძრაო არეალი საველე ჯგუფებისთვის. აიკრძალა გარე ვიზიტორების დაშვება ქარხნის და ადმინისტრაციული ოფისების ტერიტორიაზე.

ყოველდღიურად ხდება საწარმოო აღჭურვილობის, საამქროების, წარმოებული პროდუქციისა და სატრანსპორტო საშუალებების სრულფასოვანი დეზინფექცია, რისთვისაც შეიქმნა სპეციალური მობილური ჯგუფები. დისტანციურად მოწმდება და კონტროლდება ყველა თანამშრომლის სხეულის ტემპერატურა, ველზე მომუშავე პერსონალს, მათ შორის, დისტრიბუტორებსაც  მიეწოდებათ ხელთათმანები, ნიღბები და ხელის სადეზინფექციო საშუალებები.

ამასთან,  COVID 19-ის პროფილაქტიკური ზომების შესახებ ჩვენს ლუდსახარშსა და სხვა სივრცეებში განთავსდა საინფორმაციო პლაკატები, ჩატარდა სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგი თანამშრომლებისთვის და კომპანიის ხელმძღვანელობა მუდმივად ზრდის პრევენციულ ღონისძიებებს.

„ჩვენ გვჯერა, რომ COVID 19-ის წინააღმდეგ მიმართული მწყობრი და თანმიმდევრული ღონისძიებები მაქსიმალურად თავს აგვაცილებს შესაძლო გართულებებს“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...