1 9 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისელების ჩართულობით, რეგიონებში 100 უფროსკლასელი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ლეპტოპებს მიიღებს

პროგრამის -  #თიბისიშენთვის ფარგლებში, თიბისელების ჩართულობით, საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 100 უფროსკლასელს ლეპტოპები დაურიგდება. პროგრამისთვის დამამთავრებელი კლასების სოციალურად დაუცველი მოსწავლეები შეირჩნენ, რომელთა ოჯახებიც პერსონალურ კომპიუტერს არ ფლობენ და არ აქვთ წვდომა ინტერნეტ რესურსებზე, რის გამოც მათი სასწავლო პროცესი შეფერხდა. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა სრულფასოვნად შეძლონ დისტანციურად სწავლა, პროექტის ფარგლებში, სასწავლო წლის დასრულების ბოლომდე მათი ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადიც დაიფარება.

„არსებულ რეალობაში ციფრული განათლება ერთდრულად გამოწვევა და ახალი შესაძლებლობა ჩვენი მომავალი თაობისთვის. გვსურს, იმ უფროსკლასელებს, რომელთა ოჯახებსაც კომპიუტერულ ტექნიკასთან და ინტერნეტთან არ აქვთ წვდომა, გავუმარტივოთ ცხოვრება და საშუალება მივცეთ, სასწავლო პროცესში შეუფერხებლად და სრულფასოვნად იყვნენ ჩართულები. თიბისის ბევრი აქტივობა აქვს ამ მიმართულებით დაგეგმილი, რაც ადამიანებს შექმნილი ვითარების გადალახვაში დაეხმარება.“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

პროგრამა #თიბისიშენთვის COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად შეიქმნა. მისი მიზანია ვირუსის შედეგებით დაზარალებული ადამიანებისთვის და ბიზნესებისთვის ცხოვრების გამარტივება.

მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება: სოციალური დახმარების ინიციატივები, სადაც აქცენტი დისტანციური  განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე გაკეთდება; ასევე, თანხა ფიზიკური პირებისთვის და ბიზნესებისთვის საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლადაც გამოიყოფა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...