1 9 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის. ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო მიტანის სერვისების "გლოვოსა" და "ვოლტის" დახმარებით, ამიერიდან, აღარ უწევთ შეკვეთის ჩაბარებისას ხელის მოწერა. მათ ურჩევენ აირჩიონ ბარათით გადახდა, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლიათ კურიერისთვის მისაცემი თანხა კართან დატოვონ, კურიერი კი ასევე მომხმარებელთან შეთანხმებით, შეკვეთას კართან ტოვებს, რათა სრულად დაიცვას სოციალური დისტანციის წესები.

 

““ვენდის” და “დანკინის” რესტორნების ქსელი სრულად ვაცნობიერებთ რა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და შექმნილ ვითარებას, ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ვაცხადებთ მზადყოფნას, ჯანმრთელობის უსაფრთხეოის წესების სრული დაცვით, უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს ქსელში არსებული რესტორნებიდან შეკვეთილი პროდუქტის ადგილზე მიტანას, ასევე რესტორნებში Drive-Thru სერვისის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას. მიწოდების სრულად უკონტაქტო რეჟიმზე გადასვლა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიაა მომხმარებლებისათვის, რომელთათვისაც "დანკინის" გემრიელი ყავა და საუზმე ყოველი დილის განუყოფელი ნაწილია. „ვენდის“ ქართული წარმოების ინგრედიენტებზე დამზადებული მენიუ კი პირველი არჩევანი, როცა რაიმე გემრიელის მირთმევაზე ფიქრობს. შესაბამისად, ჩვენ ვურჩევთ მათ დარჩნენ სახლში და "გლოვოსა" და"ვოლტის" დახმარებით,  „დანკინთან“ და „ვენდისთან“ ერთად იგრძნონ ცხოვრების ჩვეული რითმი შინ ყოფნისასაც“, აცხადებს „ვენდისა“ და „დანკინის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ედიშერაშვილი.  

 

მიწოდების სერვისის წასახალისებლად, "ვოლტის" და "გლოვოს" მომხმარებლებისათვის, „ვენდისა“ და „დანკინის“ უგემრიელეს პროდუქტებზე მუდმივად სპეც შეთავაზებები და ფასდაკელებებია. ამჟამად „ვენდის“ პიცის შეძენისას მომხმარებელი საჩუქრად 2 კოკა-კოლას იღებს, “გლოვოთი”  „დანკინის“ სენდვიჩების კომბოს შეძენისას მათ საჩუქრად ყავა ელით, “ვოლტით” „დანკინის“  სენდვიჩების კომბოს შეძენისას კი დონატი.

 

შეგახსენებთ, რომ დანკინს გამოარჩევს უმაღლესი ხარისხის, იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 20-ზე მეტი სახეობის ცივი და ცხელი ყავა, უგემრიელესი სენდვიჩები, ფრანგული ფუნთუშეული და დონატები. ქართულ ინგრედიენტებზე დამზადებულ „ვენდის“ უგემრიელეს მენიუს კი სულ სხვა გემო აქვს.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...