1 9 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ინიციატივით აპლიკაციების კონკურსი იწყება

თიბისის ინიციატივით აპლიკაციების კონკურსზე რეგისტრაცია იწყება. პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს (ფიზიკური ან იურიდიული პირი) შეუძლია, ვისაც საკუთარი მობილური ან ვებ-აპლიკაციით  ბიზნესებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივება და პროცესების ავტომატიზირების ხელშეწყობა სურს. 

ფინანსები და ოპერაციები, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა, მომხმარებელთან ურთიერთობა - ეს იმ მიმართულებების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელსაც კონკურსი ფარავს. პროექტის გამარჯვებულები სამი ეტაპის შემდეგ გამოვლინდებიან და მათ ფულადი პრემიები გადაეცემათ: I ადგილი - 30 000 ლარი, II და III ადგილი - 15 000 ლარი. 

აპლიკაციების კონკურსი  თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ გუნდმა  ორი წლის წინ წამოიწყო. პროექტის მიზანი ერთი მხრივ, ბიზნესებისთვის ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვის ხელშეწყობაა, მეორე მხრივ კი, ამ მიმართულებით ახალი სტარტაპების გაჩენის სტიმულირება. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც ინდივიდუალური წევრებისგან დაკომპლექტებულ გუნდს, ისე კომპანიებს. გამარჯვებულები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩევიან: რამდენად ჭრის აპლიკაცია ბიზნესებისთვის რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია, ბიზნესმოდელი და ა.შ. 

კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი  აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება. 

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება.

პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდებმა პროდუქტის იდეა და მისი მთავარი შესაძლებლობების მაჩვენებელი ვიზუალური მასალა უნდა წარმოადგინონ. აპლიკაციის შევსება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსაც შეუძლიათ. გუნდში წევრების მაქსიმალური რაოდენობა 5 ადამიანია. ერთ გუნდს მხოლოდ ერთი აპლიკაციის წარდგენა შეუძლია, რომელიც არ არის სხვა პირის მიერ შექმნილი, არ იმყოფება სხვისი საავტორო უფლებების ქვეშ და ბაზარზე ჯერ არ ფუნქციონირებს. 

აპლიკაციების გადარჩევის შედეგად გამოვლენილი გუნდები მეორე ეტაპზე ჟიურის წინაშე, დახურულ პრეზენტაციაზე პროდუქტის სადემონსტრაციო პროტოტიპს, ტექნიკურ გადაწყვეტას, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმას წარადგენენ. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები პროტოტიპზე მუშაობას გააგრძელებენ. 

ფინალურ ეტაპზე გუნდები საჯარო პრეზენტაციაზე ტექნიკურად წარმოადგენენ პროტოტიპებს. კონკურსის  შედეგად ჟიური 3 გამარჯვებულს გამოავლენს. 

აპლიკაციების კონკურსი იმ ინოვაციური პროექტის ნაწილია, რომელსაც თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად ახორციელებს. უკვე ორი წელია ონლაინპლატფორმა businesstool.ge ბიზნესებსა და ტექნოლოგიური სერვისებისა და პროდუქების მომოწოდებლებს ერთმანეთთან აკავშირებს. კომპანიებს შეუძლიათ მოძებნონ, შეადარონ და ამოარჩიონ საკუთარი ბიზნესისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა: სოფტი, აპლიკაცია ან გადაწყვეტა. ტექნოლოგიურ სივრცეში ეს არის ახალი არხი, რომელიც დეველოპერებს ხელს უწყობს საკუთარი ტექნოლოგიური პროდუქტის ცნობადობისა და გაყიდვების გაზრდაში. 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://www.businesstool.ge/Contest/ . 

პროექტის მხარდამჭერია ნიდერლანდების განვითარების ბანკი - FMO და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო - GITA.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...