1 9 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ჩართულობით სამშენებლო სექტორის ახალ ტენდეციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება

5 მარტი, 2020- საქართველოს ბანკის ჩართულობით,  Nexia TA-ს და NTI Georgia-ს ორგანიზებით, სამშენებლო სექტორში 2020 წლის ახალ ტენდეციებთან დაკავშირებით  სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ღონისძიების ძირითადი იდეა სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მართვაში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა. შეხვედრაზე განხილული იქნება სექტორის გამოწვევები და ისეთი საკითხები როგორიცაა: 

·                     ახალი ტექნოლოგიები სამშენებლო სექტორში;

·                     ბიზნეს პროცესების ტრანსფორმაცია სამშენებლო ინდუსტრიაში;  

·                     ბანკის თვალით დანახული სამშენებლო სექტორი;

·                     სახელმწიფოს როლი სამშენებლო სექტორის განვითარებაში;

·                     მომავლის ტექნოლოგიების გავლენა დღევანდელობაზე.

 

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ეწვევა და გამოცდილებას გაუზიარებს NTI-ს თანადამფუძნებელი, ესპანეთის წამყვანი ინჟინერი სპეციალიზირებული განახლებად ენერგიაზე- აგუსტინ პაია. ის არის Dakar Rally-ის ისტორიაში ერთადერთი ელექტრო მანქანის პროექტის ავტორი, TESLA-ს ოფიციალური ინჟინერი, დიზაინერი და პილოტი. 

ღონისძიებას დაესწრებიან სტუმრები სახელმწიფო და კერძო სექტორიდან, პროფესიული წრეების წარმომადგენლები და სხვა დაინტერსებული პირები. 

ინფორმაციისთვის, Nexia TA უკვე 5 წელია მჭიდროდ პარტნიორობს სამშენებლო სექტორთან,  რომლის ფარგლეშიც არაერთი ინიციატივა განხორციელებულა, უახლოეს მომავალში კი NTI Georgia და Nexia TA მემორანდუმის გაფორმებას გეგმავენ. ამ მემორანდუმის საფუძველზე სამშენებლო პროექტების მართვის მიმართულებით ახალი სერვისები დაინერგება, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს სამშენებლო პროექტების უფრო ეფექტურად მართვას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...