2 0 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

205 მეტრის სიმაღლის „ბათუმი თაუერი“ ყველაზე მაღალი შენობაა კავკასიაში. პროექტის ერთი ნაწილი შედგება 35 სართულისგან და მოიცავს როგორც რეზიდენციებს, ასევე სამორინეს. ბათუმი თაუერის 26-ე სართულზე დამონტაჟებულია პანორამული ბორბალი, ამავე სართულზე განთავსდება ლაუნჯ-რესტორანიც. კომპლექსი ბათუმის ცენტრში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. 

პროექტის მეორე ნაწილი - Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი Le Méridien-ის სასტუმრო, 105 ნომრით, ღია და დახურული აუზით, სპა და ფიტნეს ცენტრით, რამდენიმე რესტორნით, ლაუნჯითა და საკონფერენციო დარბაზებით,  სტუმრების მისაღებად უკვე მზადაა.

პროექტის გამორჩეულ ინტერიერის დიზაინსა და კონცეფციაზე ქართულმა კომპანია - „რუმსმა“ იმუშავა.

დეველოპერულმა კომპანიამ - “რედკო“ „ბათუმი თაუერის“ შენობა 25 მილიონ დოლარად შეიძინა. ინვესტიციის ჯამური ოდენობა  80 მილიონი დოლარია და ტრანზაქცია თიბისისა და „რედკოს“ თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

Le Meridien-ის ბრენდი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. რაც შეეხება Marriott-ს, მის ქსელში ამჟამად შედიან ისეთი ბრენდების სასტუმროები როგორებიცაა: The Ritz-Carlton,  St. Regis , JW Marriott, Ritz-Carlton Reserve, The Luxury Collection, W Hotels, EDITION, Le Meridien, Marriott Hotels, Sheraton.

თიბისი ბანკისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში კორპორატიული კლიენტების მხარდაჭერა და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის ხელშეწყობა. თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, 800 მილიონ ლარს შეადგენს. აჭარის რეგიონში კი კორპორატიული სექტორის დაფინანსება 2019 წლის განმავლობაში 72%-ით გაიზარდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...