„თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
|
30 მარტიდან პიარსკოლაში ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების გაზაფხულის კურსი იწყება. როგორც პიარსკოლაში ამბობენ, კურსი გათვლილია მათთვის, ვინც კომუნიკაციების სფეროთი არის დაინტერესებული და სურს შეიძინოს, როგორც თეორიული ცოდნა, ასევე გამოიმუშავოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
საიდან გაჩნდა კურსის შექმნის იდეა?
პიარსკოლის ისტორია 13 წლის წინ დაიწყო, როცა თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, მაიკო ძირკველიშვილსა და ჯეპრას დამფუძნებლებს გაუჩნდათ იდეა, შეექმნათ სასწავლო კურსი, რომლის მთავარი მიზანი საქართველოში პიარის, როგორც პროფესიის სრულყოფილი განვითარება და პროფესიონალი კადრების მომზადება იქნებოდა.
პიარსკოლა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბაზაზე შეიქმნა და დღემდე მისი პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი “პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგილი კომუნიკაციების კურსს” ყველაზე წარმატებულ პროექტად ასახელებს.
რას მოიცავს კურსი და რა უპირატესობები აქვს მას?
პიარსკოლის მთავარი უპირატესობაა პრაქტიკოსი ადამიანებისგან შექმნილი ლექტორების გუნდი და დასავლურ სტანდარტებზე მორგებული სასწავლო მეთოდი, რაც გულისხმობს თეორიულ მეცადინეობასთან ერთად, პრაქტიკული სამუშაოების განხორციელებას. 3 თვის განმავლობაში, მსმენელები რეალურ ქეისებზე დაყრდნობით ამზადებენ საკომუნიკაციო სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, რომელსაც პრეზენტაციის სახით კურსის ბოლოს წარუდგენენ ლექტორებს. მნიშვნელოვანია, რომ სადიპლომო ნაშრომების მომზადებაში ჩართულები არიან და კონსულტაციას უწევენ პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ კონსულტანტები. სწორედ ეს განაპირობებს, რომ პიარსკოლელი, პიარსკოლის დამთავრების შემდეგ, მზად არის დასაქმდეს კომუნიკაციების სფეროში და პრაქტიკაში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით დაგეგმოს და განახორციელოს პიარ აქტივობები.
კურსზე ისწავლება 12 ძირითადი საგანი: ეფექტური კომუნიკაციები, მარკეტინგული კვლევა, პიარი, მარკეტინგი, ბრენდინგი, ვიზუალური მარკეტინგი, ივენთმენეჯმენტი, მედიამენეჯმენტი, რეკლამა და მედია განთავსება, ამბის თხრობის ხერხები, სოციალური მედია და BTL.
2020 წლიდან კურსს ახალი საგანი „ამბის თხრობის ხერხები“ დაემატა, რომელსაც ციფრული მედია პლატფორმა Movement-ის დამფუძნებლები, ანანო ბაკურაძე და ეკატერინე ქადაგიშვილი გაუძღვებიან.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა გაუ თბილისი პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომი. ამასთანავე, 3 საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა 12 ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი, რაც მათთვის დასაქმების დამატებითი შესაძლებლობა იქნება.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
პიარსკოლა 13 წელია რაც არსებობს და ამ ხნის განმავლობაში მას 1600-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. ამიტომაც, შევქმენით Facebook ჯგუფი „პიარსკოლის ალუმნი“, რომელშიც პიარსკოლის ყველა კურსდამთავრებულია გაწევრიანებული. 2019 წლიდან პიარსკოლელებს აქტიურად ვაწვდით სიახლეებს სხვადასხვა ვაკანსიების შესახებ, მათთვის ვმართავთ ღია ლექციებს სხვადასხვა საკომუნიკაციო თემებზე. სამომავლოდ, ვგეგმავთ ჯგუფის ფუნქციების გაფართოებას და პიარსკოლელებისთვის საინტერესო შეთავაზებებისა და აქტივობების წამოწყებას.
პიარსკოლა აქტიურად იწყებს ღია ლექციების გამართვას სხვადასხვა საკომუნიკაციო თემებზე ნებისმიერი მსურველისთვის სრულიად უფასოდ. გარდა ამისა, ჩვენი კურსი წლიდან წლამდე ახლდება და სხვადასხვა საინტერესო საგნები ემატება.
რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ეძებს საკომუნიკაციო კურსებს?
თუ ჯერ არ იციან, რას აპირებენ გაზაფხულზე - პიარსკოლა მათ თავგადასავლებით სავსე 3 თვეს სთავაზობს, სადაც გარდა ცოდნისა ღირებულ ურთიერთობებს დაამყარებენ თავიანთ ჯგუფელებთან თუ ლექტორებთან.
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები