0 4 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ კურორტ საირმეში MAN-ის ბრენდის ავტობუსის მძღოლებს უმასპინძლა

8 თებერვალს, კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ გამართა წამახალისებელი და მოტივაციის ასამაღლებელი ღონისძიება, გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN-ის ავტობუსის მძღოლებისთვის. ღონისძიება გაიმართა კურორტ „საირმეში“, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ „თიმბილდინგის“ ფარგლებში ესარგებლათ კომპაქტ სპორტინგით კურორტის „სასროლეთში“, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ბრიტანული აპარატურით.

ღონისძიების ბოლოს „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ დააჯილდოვა MAN-ის ბრენდის ავტობუსის მძღოლები, რომლებმაც გაიმარჯვეს ნომინაციებში: ყველაზე უსაფრთხო მძღოლი, მგზავრების მიმართ კეთილგანწყობილი და შრომისმოყვარე მძღოლების. კომპანიამ ასევე დააჯილდოვა სატრანსპორტო კომპანიის მენეჯერები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით და უდიდესი წვლილი შეაქვთ აღნიშნულ ორ კომპანიას შორის წარმატებულ თანამშრომლობაში.

„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელ კომპანია MAN-ის ოფიციალურ იმპორტიორს საქართველოში. „MAN Truck and Bus SE“ გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი გერმანული კომპანია  მსოფლიო ბაზარზე, მის მიერ წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები ცნობილია როგორც ყველაზე საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, კომფორტული და ეკონომიური სატრანსპორტო საშუალებები.

დედაქალაქში CNG-ის ტიპის MAN-ის ავტობუსების შემოყვანა 2017 წლიდან დაიწყო და მათი გაშვება სხვადასხვა ხაზზე  ეტაპობრივად მოხდა. ამ დროისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკში 144 ერთეული ახალი 12-მეტრიანი MAN-ის მარკის CNG და 90 ერთეული დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 6 ემისიის სტანდარტის ახალი „MAN Lion's City A47“ ავტობუსია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...