0 4 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის და MY.GE-ს ინიციატივით საქართველოში ყველაზე დიდი სტარტაპ მარკეტი იქმნება

თიბისის პროგრამა "სტარტაპერისა“ და ელექტრონული კომერციის პირველი პლატფორმის MY.GE-ს ინიციატივით, საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ სტარტაპ მარკეტი Mystartup.ge  იქმნება. 

ინიციატივის ფარგლებში, დამწყები ბიზნესის წარმომადგენლები  თავიანთი პროდუქციის განთავსებას  სპეციალურად სტარტაპერებისთვის შექმნილ ონლაინ სივრცეში შეძლებენ.

სტარტაპერები ელექტრონული კომერციის ყველა იმ სერვისით და უპირატესობით ისარგებლებენ, რაც მათ თავიანთი ბიზნესის განვითარებასა და წარმატებაში დაეხმარება.


“სტარტაპერისა“ და MY.GE-ს თანამშრომლობის ფარგლებში, სტარტაპერები შემდეგი მომსახურებით შეძლებენ სარგებლობას: 

• საქართველოში ყველაზე დიდ ონლაინ მარკეტში საკუთარი პროდუქციის განთავსება;

• გამართული და სტაბილური გაყიდვების არხი, რომელიც მოიცავს საკურიერო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით;

• ონლაინ გადახდები და განვადება;

• კონსულტაცია მარკეტინგულ კომუნიკაციაში;

• ტრენინგები რეგიონებში მოქმედი სტარტაპერებისთვის და სპეციალურად მათთვის დაგეგმილი აქტივობები;

• დამატებითი ფინანსური რესურსების მოსაზიდად, სპეციალურად ინვესტორებისთვის შექმნილ გვერდზე სტარტაპერების შესახებ ინფორმაციის განთავსება;

• ბრენდირებული ვებ-გვერდი, პრაქტიკულად ნულოვანი დანახარჯებით.


ახალი ონლაინ სტარტაპ მარკეტი აპრილიდან ამოქმედდება, სტარტაპერები კი Mystartup.ge-ზე რეგისტაციას 7 თებერვლიდან შეძლებენ.

პროექტის პრეზენტაცია სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე შედგა, სადაც MY.GE-ს და პროგრამა “სტარტაპერის” წარმომადგენლებმა სიახლის შესახებ ინფორმაცია დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს.

Mystartup.ge-ს შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: http://www.mystartup.ge/ 

საქართველოში  ელექტრონული კომერციის პირველი პლატფორმა MY.GE 2002 წელს შეიქმნა და მას ყოველთვურად 2.2 მილიონი ვიზიტორი ჰყავს. MY.GE ამ ეტაპზე 8 ვებ-გვერდს აერთიანებს: Mymarket, Myauto, Myhome.Myparts, Myshop, Myads, Myjobs, Mysports. 

თიბისის პროგრამა “სტარტაპერის” მიზანი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირებაა. პროგრამა მოიცავს სტარტაპერებისთვის ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...