თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
|
ფარმაცევტული კორპორაცია GM Pharma („ჯი-ემ-პი“) და დანიური საინჟინრო კომპანია NNE-ს (Novo Nordisk Engineering SA) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგაც დაიდო ხელშეკრულება GM Pharma-ს არსებული ფარმაცევტული ქარხნის წარმოების მოცულობის გაზრდისა და ახალ, მათ შორის ევროკავშირის, ფარმაცევტულ ბაზრებზე შესვლისთვის.
კომპანია NNE (Novo Nordisk Engineering SA) წარმოადგენს საერთაშორისო საინჟინრო კომპანიას, რომელიც სპეციალიზდება ფარმაცევტული ქარხნების განვითარება-მშენებლობაში. NNE არის დანიური ფარმაცევტული გიგანტის, ინსულინებისა და სხვა ანტიდიაბეტური საშუალებების მწარმოებლის, „ნოვო ნორდისკის“ შვილობილი კომპანია. NNE-ს სხვადასხვა წლებში დაპროექტებული და აშენებული აქვს მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული კომპანიების ქარხნები: დანიური Novo Nordisk-ის სამი ქარხანა მსოფლიოს მასშტაბით, შვეიცარული Roche-ს ქარხნები შვეიცარიაში, გერმანული კომპანიების - Beohringer Ingelheim-ისა და Merk KgaA-ს - ქარხნები გერმანიაში, Celltrion-ის ქარხანა სამხრეთ კორეაში, გერმანული Fresenius-ის ონკოპრეპარატების მწარმოებელი ქარხანა და ა.შ. ყველა აღნიშნული ქარხანა აკმაყოფილებს ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის (EU GMP) და აშშ-ს კვებისა და სამკურნალწამლო სააგენტოს (FDA) მოთხოვნებს და ამავე დროს, გამოირჩევა განსაკუთრებული არქიტექტურული დიზაინით.
GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.
ამჟამად GM Pharma აწარმოებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში და გააჩნია ოფიციალური წარმომადგენლობა 5 ქვეყანაში, სადაც დასაქმებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი და წარმატებით ხორციელდება GM Pharma-ს ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაცია. 2019 წელს GM Pharma-ს ექსპორტზე გატანილმა ფარმაცევტულმა პროდუქციამ პირველად გადააჭარბა საქართველოში რეალიზებულ მაჩვენებელს და 30 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ეროვნული მრეწველობისა და ზოგადად, ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება GM Pharma-სა და დანიურ საინჟინრო კომპანია NNE-ს შორის, რომლის მიზანსაც წარმოადგენს განვითარების საშუალო-გრძელვადიანი გეგმის შემუშავება, რომელიც 2020-2025 წლებში GM Pharma-ს წარმოების მოცულობის 5-ჯერ გაზრდის, სულ მცირე ხუთ ახალ ფარმაცევტულ ბაზარზე შესვლისა (ევროკავშირის ქვეყნების, კერძოდ გერმანიისა და ესპანეთის, ჩათვლით) და ექსპორტის 100 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდის საშუალებას მისცემს.
GM Pharma-ს სხვა სამომავლო გეგმებშია ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში (ამპულების, ლიოფილიზატების, ორალური ხსნარების საწარმოო სიმძლავრეების დამატება), მედიკამენტების ინოვაციური გამოშვების ფორმებისა და თანამედროვე მედიცინისათვის აქტუალური პროდუქტების შექმნა. ასევე NNE-სთან კონსულტაციის შედეგად 2020 წლის ბოლომდე გადაწყდება, თუ რომელ ქვეყანაში აშენდება ახალი ფარმაცევტული საწარმოები.თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე 20 წუთშია შესაძლებელი. [I=1] ნიკა მაღრა...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა. მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომ...
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები