2 1 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ დეკემბრის მაკროეკონომიკური მიმოხილვა - „როცა გამკაცრება შერბილებას ნიშნავს“ გამოაქვეყნა

თიბისიმ  2019 წლის დეკემბრის თვის მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. მიმოხილვის მიხედვით,  მიმდინარე წლის ნოემბერში საგარეო სექტორის  გაუმჯობესებას ჰქონდა ადგილი. ამასთან, ლარის გამყარებაში მონეტარულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ლარში გამკაცრებისა და უცხოურ ვალუტაში შერბილების შედეგად, ოქტომბრის მსგავსად, ნომებერშიც სავალუტო სესხების გაცემა ლარში გაცემას  ჭარბობდა. განსხვავებით 2019 წლის პირველი 9 თვისა, როდესაც სესხების ზრდა პრაქტიკულად მთლიანად ლარში იყო. ამასთან, ჯამურად დაკრედიტება არ შემცირებულა, ის აჩქარდა კიდეც და მძლავრ ფისკალურ სტიმულთან და გაუმჯობესებულ საგარეო სექტორთან ერთად ეკონომიკის ზრდაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა. ასევე, ლარის დოლარის მიმართ სტაბილურობამ და შემდგომ გამყარებამ, ბიზნეს და სამომხმარებლო განწყობები შედარებით გააუმჯობესა და ეკონომიკის ზრდას დამატებითი სტიმული შესძინა. შედეგად, მე-3 კვარტალში ეკონომიკის ზრდის დაფიქსირებული მნიშვნელოვანი კვარტალური შენელება მოსალოდნელზე ხანმოკლე აღმოჩნდა და ზრდა მკვეთრად აჩქარდა. 2019 წელს ეკონომიკის ზრდამ 5.2% მაინც უნდა შეადგინოს.

 

თიბისი კვლევების საპროგნოზო მოდელის მიხედვით, 2020 წელს ზრდა დაახლოებით 5%-ით განისაზღვრება, თუმცა საარჩევნო წელთან დაკავშირებული განწყობების გათვალისწინებით, საბაზო სცენარით ეკონომიკის 4.5%-იანი მატებაა ნავარაუდები.  

 

გაცვლით კურსს რაც შეეხება, თიბისი კვლევების შეფასებით, 2020 წლის მეორე ნახევარში ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დასაბრუნებლად, ლარის ეფექტური კურსის არსებული გამყარება მაინც არასაკმარისია და მისი შემდგომი გაძლიერებაა საჭირო. მსოფლიო სასაქონლო ფასებისა და დოლარის მიმართ რეგიონული ვალუტების შედარებითი სტაბილურობის პირობებში, ეს გამყარება ლარის დოლართან კურსის მხრივ დაახლოებით 2.75 ნიშნულამდე დაწევას ნიშნავს.

 

თიბისი კვლევების დეკემბრის ყოველთვიურ მაკრო მიმოხილვა ხელმისაწვდომია ბმულზე -  https://www.tbcresearch.ge/en/Research/monthly-december-2019 .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...