2 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ამბასადორი კაჭრეთის“ ტერიტორიაზე, „ანაგი დეველოპმენტის“ ახალი პროექტი - „ვილა ამბასადორი“განთავსდება

თიბისი 2017 წლიდან სამშენებლო კომპანია - „ანაგის“ სტრატეგიული პარტნიორია და ეს თანამშრომლობა დეველოპმენტის მიმართულებითაც გრძელდება. სულ მალე, „ამბასადორი კაჭრეთის“ ტერიტორიაზე, „ანაგი დეველოპმენტის“ ახალი პროექტი - „ვილა ამბასადორი“ განთავსდება, რომელიც სასტუმროს განუყოფელი ნაწილი იქნება. „ვილა ამბასადორი“ მუკუზანის, რქაწითელისა და საფერავის უბნებისგან შედგება. კომპლექსი 141.99 კვ.მ-დან 300 კვ.მ-მდე ფართის 45 ექსკლუზიური დიზაინის ვილას აერთიანებს. ვილები ბარდება დასრულებული რემონტით, სამზარეულოს ჩაშენებული ავეჯით, გაზქურითა და გამწოვით. კომპლექსი 2020 წლის დეკემბერში დასრულდება. „ამბასადორი კაჭრეთი“ ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას გახდეს საკუთარი ვილის მფლობელი, ისარგებლოს სასტუმროს ყველა სერვისით, სურვილის შემთხვევაში კი მიიღოს შემოსავალი გაქირავებიდან და დაიბრუნოს ჩადებული ინვესტიცია მაღალი უკუგებით. „ამბასადორი კაჭრეთი“ კახეთში, თბილისიდან 40 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს: გოლფის მოედნებს, შიდა და გარე აუზებს, სპა ცენტრს, ფიტნეს დარბაზს, რესტორნებს, მარანს, საკონფერენეციო დარბაზებს, ტენისის კორტებს, სპორტულ მოედნებს, სასროლეთს, საჯინიბოსა და საბავშვო მოედანს. „ანაგი დეველოპმენტის“ საახალწლო შეთავაზების ფარგლებში, თიბისი სტატუსის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ 31 იანვარამდე ვილა ამბასადორის კომპლექსში ვილა 7%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ. 200 კვ.მ-ზე მეტი ფართის შეძენის შემთხვევაში კი დამატებით გოლფ-კარტით დასაჩუქრდნენ. სამშენებლო კომპანია „ანაგი“ 30 წლის წინ დაარსდა და დღეისათვის კომპანიაში 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. თიბისისა და „ანაგს“ ერთობლივად 11-მდე პროექტი აქვთ განხორციელებული. 2019 წლის მანძილზე, როგორც სამშენებლო, ასევე დეველოპერულ სექტორში, თიბისის ინვესტიციამ 132 მილიონ ლარს გადააჭარბა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...