0 4 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

27-29 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნის საახალწლო ფესტივალს უმასპინძლებს

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა 27-29 დეკემბერს წიგნის საახალწლო ფესტივალს უმასპინძლებს.
ფესტივალი 27 დეკემბერს 12 საათზე წლის ბესტსელერი გამოცემების დაჯილდოებით გაიხსნება. მთავარი სცენა ყოველდღიურად დატვირთული იქნება ლიტერატურული ღონისძიებებით. 3 დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს უმარავი სიახლე და სიურპრიზი ელოდება. სპეციალურად ფესტივალისთვის, საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა ფასდაკლებით წარადგენს ახალ თუ ძველ გამოცემებს და ფესტივალის სტუმრებს ახალ წიგნებს გააცნობს.
თიბისი პატარა მკითხველებს საბავშვო კუთხით, საახალწლო-გასართობი პროგრამითა და საჩუქრებით დახვდება:
•       შაბათ-კვირა, 13:00 -14:00, საბავშვო სივრცე - ილუსტრატორ გიო ჯინჭარაძის წიგნის - „წიქარას“ კითხვა და ილუსტრაციის შექმნის ვორქშოპი ბავშვებისთვის.•       შაბათ-კვირა, 17:00 -18:00, საბავშვო სივრცე - კალიგრაფ დავით მაისურაძის ვორქშოპი ბავშვებისთვის.
კვირას, დახურვის ღონისძიებაზე ელექტრონული წიგნების სახლის - „საბა“ დირექტორი - ირინა ჯავახაძე და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - გიორგი კეკელიძე პროექტ „საბკულტურის“ შესახებ ისაუბრებენ.  წიგნის საახალწლო ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას. ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...