0 4 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Boo!ქარესტში - „სოკარმა“ ზუგდიდში რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური გახსნა

კომპანია „სოკარი“ კრეატიული კამპანიის ფარგლებში ავტოგასამართი სადგურების რებრენდინგს განაგრძობს. კამპანია ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს უკავშირდება, რომელსაც UEFA-სთან ერთად, სოკარიც გლობალურად აღნიშნავს და საქართველოს მასშტაბით 11 ავტოგასამართი სადგურის რებრენდინგზე მუშაობს. ავტოგასამართი სადგურები ფორმდება იმ ქალაქების სიმბოლიკით, რომლებშიც 2020 წელს საფეხბურთო მატჩები ჩატარდება.

რიგით მეათე რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური, რომელიც ზუგდიდში მდებარეობს, ბუქარესტს მოგაგონებთ. დრაკულა, ალბათ, ყველაზე ცნობადი პერსონაჟია, რომელიც რუმინეთთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, ბუქარესტის ავტოგასამართი სადგურის მთავარ ვიზუალურ ელემენტად, ბუქარესტის რამდენიმე ცნობილ შენობასთან ერთად, ტრანსილვანიელი ლეგენდა წარმოაჩინეს. გარდა ამისა, სადგურის გამორჩეულად დასამახსოვრებელი დეტალია კომპანიის სახელის რუმინული ვარიაცია - SOCARESCU.

ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი UEFA-ს ინიციატივით გლობალურად აღინიშნება და, ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. კომპანია „სოკარი“ 2019 წლის 21 მარტიდან ჩაერთო ჩემპიონატის გლობალურ ღონისძიებებში და კრეატიული კამპანია დაიწყო.  

კამპანიის ფარგლებში უკვე რებრენდირებულია რამდენიმე სადგური საქართველოს მასშტაბით და ეს პროცესი 21 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 11 სადგურის დიზაინი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებში, რომში, ამსტერდამში, გლაზგოში, ბუდაპეშტში, კოპენჰაგენში, ბილბაოში, ბუქარესტში, მიუნხენში, დუბლინში, ბაქოსა და ლონდონში გამოგზაურებთ.  ჩამონათვალში არ შედის მხოლოდ პეტერბურგი. კომპანია „სოკარი“ ითვალისწინებს ქვეყნებს შორის არსებულ ვითარებას და საქართველოში რუსეთის ქალაქის პოზიციონირებისგან თავს იკავებს.

 „სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდების მხარდაჭერაა, რაც განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის, მათ შორის, ფეხბურთის პოზიციონირების ხელშეწყობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...