„თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
|
პიარსკოლის ისტორია 13 წლის წინ დაიწყო, როცა თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, მაიკო ძირკველიშვილსა და ჯეპრას დამფუძნებლებს გაუჩნდათ იდეა, შეექმნათ სასწავლო კურსი, რომლის მთავარი მიზანი საქართველოში პიარის, როგორც პროფესიის სრულყოფილი განვითარება და პროფესიონალი კადრების მომზადება იქნებოდა. პიარსკოლა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბაზაზე შეიქმნა და დღემდე მისი პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი “პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგილი კომუნიკაციების კურსს” ყველაზე წარმატებულ პროექტად ასახელებს.
2007 წლიდან პიარსკოლას 1600-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. კურსი ცხადდება წელიწადში სამჯერ - ზამთრის, გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონზე და ერთ სეზონზე 50-მდე მსმენელს აძლევს სწავლის შესაძლებლობას.
კურსი “პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები” გათვლილია მათთვის, ვინც კომუნიკაციების სფეროთი არის დაინტერესებული და სურს შეიძინოს, როგორც თეორიული ცოდნა, ასევე გამოიმუშავოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
კურსი მოიცავს ყველა იმ დარგს, რომლის ცოდნაც პიარ სპეციალისტს სჭირდება: ეფექტური კომუნიკაციები, მარკეტინგული კვლევა, პიარი, მარკეტინგი, ბრენდინგი, ვიზუალური მარკეტინგი, ივენთმენეჯმენტი, მედიამენეჯმენტი, რეკლამა და მედია განთავსება, საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება, სოციალური მედია და BTL.
პიარსკოლის მთავარი უპირატესობაა პრაქტიკოსი ადამიანებისგან შექმნილი ლექტორების გუნდი და დასავლურ სტანდარტებზე მორგებული სასწავლო მეთოდია, რაც გულისხმობს თეორიულ მეცადინეობასთან ერთად, პრაქტიკული, ე.წ. საველე სამუშაოების განხორციელებას. 3 თვის განმავლობაში, მსმენელები რეალურ ქეისებზე დაყრდნობით ამზადებენ საკომუნიკაციო სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, რომელსაც პრეზენტაციის სახით კურსის ბოლოს წარუდგენენ ლექტორებს. მნიშვნელოვანია, რომ სადიპლომო ნაშრომების მომზადებაში ჩართულები არიან და კონსულტაციას უწევენ პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ კონსულტანტები. სწორედ ეს განაპირობებს, რომ პიარსკოლელი, პიარსკოლის დამთავრების შემდეგ, მზად არის დასაქმდეს კომუნიკაციების სფეროში და პრაქტიკაში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით დაგეგმოს და განახორციელოს პიარ აქტივობები.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა გაუ თბილისი პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომი. ამასთანავე, 3 საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა 12 ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი, რაც მათთვის დასაქმების დამატებითი შესაძლებლობა იქნება.
პიარსკოლის მთავარ მიღწევას მისი კურსდამთავრებულები წარმოადგენენ, რომლებიც დღეს წარმატებით მოღვაწეობენ კომუნიკაციების სფეროში.
პიარსკოლაში სწავლის დასაწყებად გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/2nMH8KC
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები