2 1 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება Shell-ის და Mobil-ის ძრავის ზეთებზე

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს საცხებ-საპოხ მასალებსა და ფილტრებზე. შეთავაზების ფარგლებში პრემიუმ კლასის ბრენდების Shell-ის და Mobil-ის საავტომობილო ძრავის ზეთის შეძენისას, გადახდილი თანხის 30%-ს მიიღებთ ქეშბექის სახით.

ამასთანავე Honda-ს, Lexus-ის და Toyota-ს მარკის ავტომობილების მფლობელები ისარგებლებენ გადაცემათა კოლოფის ზეთის უფასო შეცვლის სერვისით, ხოლო Toyota Prius-ის ძრავის ზეთებზე და ფილტრებზე მოქმედებს სპეციალური ფასები. ასევე ზამთრის სეზონზე ავტომობილის გამართული მუშაობისთვის მეტად მნიშვნელოვანია „ანტიფრიზი“, „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში წარმოდგენილია „ანტიფრიზები“ 6 ლარიდან. აღნიშნული შეთავაზებები მოქმედებს „თეგეტა მოტორსი“-ს ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

ავტომობილის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის ზეთის შეცვლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ძრავის შეზეთვის სისტემის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია ძრავში ზეთის დონე მუდმივად შენარჩუნდეს დადგენილ ნორმაში, ამიტომ მნიშვნელოვანია პერიოდულად ვაკონტროლოთ ის. საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია დაემატოს იგივე ძრავის ზეთი, რომლითაც შევსებულია სისტემა. ძრავში ზეთის შეცვლა ხდება ორი ფაქტორის გათვალისწინებით: ავტომობილის გარბენის სიდიდით და ძრავში ზეთის გამოყენების პერიოდის ხანგრძლივობით. აღნიშნული ფაქტორები განაპირობებს ძრავში ზეთის თვისებების გაუარესებას, რასაც განსაზღვრავს არა მხოლოდ ძრავის ექსპლუატაცია, არამედ ზეთის ბუნებრივი დაძველებაც.

“თეგეტა მოტორსი” მომხმარებელს ავტომობილის ძრავის ზეთების ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. კომპანია გახლავთ საცხებ-საპოხი მასალების სეგმენტში პრემიუმ კლასის ბრენდების ოფიციალური დილერი საქართველოში, როგორებიც არიან - Shell, Motul და Mobil. „თეგეტაში“ ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ შედარებით დაბალბიუჯეტური ბელგიური და გერმანული ბრენდების Fuchs-ის და Champion-ის საცხებ-საპოხი მასალები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...