0 0 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ახალი სიტყვა თანამედროვე ინტერიერში - ეკოლოგიურად სუფთა ჰაერგამწმენდი და თხევადი შპალერები

თანამედროვე სამყაროში შპალერი უკვე დიდი ხანია არა მხოლოდ დეკორატიულ, არამედ ეკოლოგიურ, ჰაერგამწმენდ ფუნქციასაც კი შეიძლება ასრულებდეს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყრნრბით კი თხევადი შპალერებიც არსებობს.

სწორედ შპალერის ამ თანამედროვე სახეობებზე გესაუბრებით ამ სტატიაში. დეტალური ინფორმაციისათვის და რჩევებისთვის  მივმართეთ საქართველოში ყველაზე დიდ სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელს- "გორგიას" . როგორც”გორგიაში“ გავარკვიეთ, თხევადი შპალერი, რომელიც "ბიოპლასტის" სახელწოდებითაა ქსელში წარმოდგენილი,  თანამედროვე ტიპის მასალაა ინტერიერისთვის. ის 100%ით ეკოლოგიურად სუფთა, გამომდინარე იქიდან, რომ ბუნებრივი ნედლეულითა და კომპონენტებით მზადდება. მის შემადგენლობაში შედის აბრეშუმი, ბამბა, ცელულოზა და ა.შ. მზა ზედაპირზე არ ჩანს გადაბმის ადგილები, ახდენს თბოიზოლაციას, ახშობს ხმას, უძლებს ყინვას, ჰაერგამტარი და ანტისტატიკურია, ასევე ფარავს ზედაპირზე არსებულ პატარა ბზარებს და ხარვეზებს. შესაძლებელია თხევადი შპალერის დაზიანებული ნაწილის ჩამოხსნა და ხელახლა დატანა. 

ბიოპლასტის თხევადი შპალერის 30 სახეობამდეა „გორგიაში“ წარმოდგენილი, რომლებიც ხარისხობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან. კვადრატულის ფასი 3 ლარიდან იწყება. რა თქმა უნდა, რაც უფრო მაღალია ფასი, მით მეტია ეკოლოგიურობის ხარისხი და ნესტგამძლეობა, ასევე ხმის იზოლაცია.. მსგავსი შპალერის გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია საბავშვო ოთახებისთვის. 

თხევადი  შპალერის მონტაჟი ხელოსნის დახმარების გარეშეცაა მარტივად  შესაძლებელი. ამისათვის საჭიროა შპალერის მთლიანი მასა გაიხსნას  თბილ წყალში,  რვა საათის განმავლობაში გაჩერდეს და შპალერიც გასაკრავად მზადაა. „შპატელის“ საშუალებით, ერთი მილიმეტრის სისქის ფენად წაუსვამთ კედელს და 24-28 საათის განმავლობაში ის გაშრება.

„გორგიაში“ ასევე ვნახეთ ეკოლოგიურად სუფთა, ჰაერგამწმენდი შპალერი, რომელიც სუნთქავს. კორეული LG-ის ფირმის და შედგება შპალერისა და მასზე დატანებული სპეციალური ეკოფენისგან. ამ ეკოფენაზე მზის შუქის, ან ოთახში განათების მოხვედრისას გამოიყოფა იონები, რომელიც ანადგურებს და შლის ოთახში დაგროვილ ბაქტერიებსა და მავნე ნივთიერებებს. შპალერის ზედაპირი რეცხვადია და შესაბამისად, მარტივად შეგიძლიათ მისი გაწმენდა სველი ქსოვილით. ეკოლოგიური შპალერი ასევე ხელს უწყობს სახლის მცენარეების სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნებას. მისი გაკვრა რეკომენდებულია განსაკუთრებით საბავშვო ოთახში. შპალერის ეს სახეობა სრულიად ახალი და ინოვაციურია. აქამდე მისი მსგავსი არასოდეს ყოფილა ბაზარზე.

„ გორგიაში“  დაგხვდებიან პროფესიონალი კონსულტანტები, რომლებიც  თქვენს ინტერესზე, დიზაინსა და საჭიროებაზე მორგებული პროდუქციის არჩევაში, სიამოვნებით დაგეხმარებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...