0 1 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ Forbes Georgia-ს გამოქვეყნებული რითეილის სფეროს რეიტინგის ტოპ ათეულში მოხვდა.

Forbes Georgia-მ  საკონსულტაციო და აუდიტორულ კომპანია "ებიტ ჯგუფთან" პარტნიორობით საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი მოამზადა. დადასტურებულია Grant Thornton-ის მიერ.

რეიტინგის მიხედვით, ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“  ოცეულში მეშვიდე ადგილს იკავებს. რითაც სამშენებლო-სარემონტო სფეროში კიდევ ერთხელ უპირობო ლიდერია.

Forbes Georgia-ს მიხედვით, წარმოდგენილი რეიტინგი ეფუძნება კომპანიების მიერ 2017 წლის ფინანსურ ანგარიშგებებს. მონაცემები აღებულია იმგვარად, როგორც წარდგენილია კომპანიის მიერ მის ანგარიშგებაში, მიუხედავად იმისა, როგორი დასკვნა აქვთ გაცემული აუდიტორებს და დაეთანხმნენ თუ არა აუდიტორები წარდგენილ მონაცემებს.

როგორც კომპანია „გორგიაში“ განმარტავენ , კომპანიის  წარმატების მთავარი ფორმულა მომხმარებელზე ორიენტირებაა, რაც გამოიხატება მათთვის მუდმივად განახლებადი, მრავალფეროვანი პროდუქტებისა და საუკეთესო ფასების  შეთავაზებით, მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნით, სერვისის სრულყოფით და  ზოგადად კომპანიის განვითარებაზე მუდმივი   ზრუნვით:

გორგია“ 1998 წელს დაარსდა და ქართულ ბაზარზე სამშენებლო-სარემონტო მასალების გაყიდვების კუთხით  ლიდერი კომპანია გახდა. დღეს „გორგია“ სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების სფეროში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელია მთელს ამიერკავკასიაში, სადაც მომხმარებელს შეუძლია ერთ სივრცეში შეიძინოს 51000-მდე დასახელების პროდუქტი ყველაზე დაბალ ფასად. „გორგიას“ ამ ეტაპზე 6 ქალაქში 7 ჰიპერმარკეტი აქვს წარმოდგენილი, სადაც  1600 ზე მეტი დასაქმებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...