0 0 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით პირველად საქართველოში ყოველწლიური „მესაქონლეობის ექსპო“ 2019 გაიმართა

27 ოქტომბერი, 2019- 26 ოქტომბერს, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პირველად საქართველოში ყოველწლიური „მესაქონლეობის ექსპო“ 2019-ი გაიმართა. ექსპოს მიზანია საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა. კერძოდ, მაღალპროდუქტიული გენეტიკის მქონე მსხვილფეხა საქონლის და ადგილობრივი სელექციური ჯიშების პოპულარიზაცია. ასევე, მსხვილფეხა საქონლის  მოშენებისთვის ინვესტიციების წახალისება, რაც აუცილებელია ქართული რძისა და ხორცის სექტორების მიმართ მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად და მათი შემდგომი განვითარებისთვის. „მესაქონლეობის ექსპო“ 2019 ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მსხვილფეხა საქონლის მფლობელი ფერმერები და რძის მწარმოებლები გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები და ბაზარზე ორიენტირებულები.

 
ექსპოზე სხვადასხვა კატეგორიის მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონლის ჯიშები შეფასდნენ ქართველი და ესტონეთიდან მოწვეული ექსპერტების მიერ, რის შედეგადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მსხვილფეხა საქონლის გამოფენა-შეჯიბრის პარალელურად, ვიზიტორ ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ დარგის თანამედროვე ტექნოლოგიებს და ძირითადი საშუალებების მიმწოდებლებს, მათ შორის, მესაქონლეობისათვის საჭირო ტექნიკას და პროდუქციის წარმოებისთვის სხვა დამხმარე საშუალებებს, რომლებიც გამოფენილი იყო ოცდათხუთმეტ სტენდსა თუ საინფორმაციო დახლზე.


მესაქონლეობის ექსპოში მონაწილეობა მიიღეს: ფერმერებმა, მსხვილფეხა საქონლის იმპორტიორებმა, მეცნიერებმა, ცხოველთა საკვების მწარმოებელმა და იმპორტიორმა კომპანიებმა, სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელმა კომპანიებმა, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამამუშვებლებმა, ფინანსურმა ორგანიზაციებმა, პროფესიულმა და ინდუსტრიულმა ასოციაციებმა. ამასთან, „მესაქონლეობის ექსპო“ არის კარგი შესაძლებლობა  დარგის წამყვანი მკვლევარებისა და ტექნიკური ექსპერტების ახალი პარტნიორული თანამშრომლობის დამყარებისთვის. ექსპოზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი ნედლი რძისგან წარმოებული რძის პროდუქტები და მიეღოთ ინფორმაცია რძის პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლების შესახებ.


„საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია აგრო სექტორის ისეთი პერსპექტიული დარგის ხელშეწყობა და წახალისება, როგორიც მეცხოველეობაა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებით გვსურს ხელი შევუწყოთ ფერმერებს, რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო გამოფენაზე იყვნენ წარმოდგენილები, ჰქონდეთ ახალი კავშირებისა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარების, რძისა და ხორცის სექტორებში არსებული თანამედროვე და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რითიც კიდევ უფრო მეტად გაზრდიან პროდუქტის ხარისხსა და კონკურენტუნარიანობას“-, აცხადებენ საქართველოს ბანკში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...