„თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
|
„ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო „ვენდისგან“ წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის Golden Grill ჯილდო მიიღო. საერთაშორისო აღიარება „ვენდის“ ქართულ რესტორნებს სწრაფი განვითარების ტემპების, რეკორდულად მზარდი გაყიდვების, სტუმრების ნაკადის დინამიური ზრდის და მომხმარებლის ცნობიერებაში გემოვნური თვისებებით გამორჩეული საკვების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდის იმიჯის დამკვიდრებისთვის ერგო.
„ვენდის“ ქართული წარმომადგენლობის წარმატების აღიარება „ვენდის“ საერთაშორისო კონვენციაზე მოხდა, დაჯილდოების ცერემონიალი კი თბილისში, 26 მაისის მოედანზე მდებარე, მსოფლიოში ყველაზე დიდ "ვენდის" რესტორანში გაიმართა. დაჯილდოებას "ვენდის" საერთაშორისო განვითარების ხელმძღვანელი დარილ ბეარერი, საერთაშორისო საოპერაციო დირექტორი გაბორ ჰავარი და "ვენდის" საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერმა სოფო ჩოგოვაძე დაესწრო.
„“ვენდის“ ქართული წარმომადგენლობა დაარსების დღიდან გამოირჩევა წარმატებული ბიზნეს საქმიანობით, მომხმარებლის მომსახურების მაღალი სტანდარტებით, განვითარების სწრაფი ტემპებით, თანამშრომელთა მუდმივ განვითარებაზე ზრუნვითა და რეინვესტირების სტრატეგიით. ჩვენ გვეამაყება, რომ „ვენდის“ ქართულ წარმომდაგენლობას მიღწეული შედეგებისთვისGolden Grill ჯილდო გადავცეთ.” განაცხადა რაჯეევ საბარვაიმ, კომპანია „ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტმა.
„ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ დაარსებიდან დღემდე საერთაშორისო „ვენდისგან“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო უკვე მიიღო. მათ შორისაა: Diamond Award - ჯილდო წარმატებული მარკეტინგული კომუნიკაციისთვის 2017 წელს, Wendy Award - რესტორნების გამორჩეულად ეფექტური საოპერაციო მარვისთვის 2016 წელს.„ვენდის“ ქართული რესტორნების 2 მენეჯერი დაასახელეს მსოფლიოში წარმოდგენილი „ვენდის“ 200 ყველაზე წარმატებულ მენეჯერს შორის.
"ვენდის" გენერალური დირექტორის გიორგი მშვილდაძის განცხადებით: "ძალიან სიმბოლურია, რომ საერთაშორისო "ვენდიმ" ჯილდო თბილისში მდებარე, მსოფლიოში ყველაზე დიდ "ვენდის" რესტორანში გადმოგვცა. საქართველოში ქსელის განვითარების პირველივე დღიდან დასახული ამბიციური გეგმებით ჩვენ შევძელით, რომ გაგვეზიარებინასაერთაშორისო "ვენდისთან" ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები - საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებები. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევასრულოთ დანაპირები - "ხარისხი ჩვენი რეცეპტია". საქართველოში "ვენდის" არსებობის ისტორიაში დღეს არის ყველაზე გამორჩეული დღე, წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის ჯილდო პროდუქტისა და მომსახურების გამორჩეულად მაღალი ხარისხის შექმნისთვის და გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლისთვის ჩვენი ძალისხმევის ყველაზე საუკეთესო აღიარებაა. მადლობა ყველას ვინც ეს დიდი აღიარება და წოდება მოგვანიჭა".
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები