ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა...
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
|
ლარის კურსის დევალვაციის გამო, მედიკამენტებზე ფასების ზრდა მძიმე ტვირთად აწვება სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას. ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე ფასების შემცირებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებით გეგმავს.
და მაინც რა არის ჯენერიკი და რითი განსხვავდება ბრენდული მედიკამენტისგან?
ფარმაციაში "ორიგინალური ბრენდი - ინოვაციური სინთეზირებული ფორმულაა, რომლის შექმნას, კვლევას და ბაზარზე პირველად შესვლას დაახლოებით 10-12 წელი და ძვირადღირებული კვლევები სჭირდება, ასეთი წამლები დაცულია პატენტით. მათ მფლობელებს, როგორც წესი, 20 წლიანი ექსკლუზივი აქვთ წამლის გაყიდვაზე, რაც განაპირობებს ამ კატეგორიის წამლების სიძვირეს. საპატენტო შეზღუდვის ვადის ამოწურვის შემდეგ, წამლის წარმოების უფლება სხვა მწარმოებლებასაც ეძლევათ და ასე იქმნება ჯერ პირველი რიგის ჯენერიკები, რომლებსაც აღარ ესაჭიროებათ ის ძვირადღირებული კვლევები, რაც ინოვაციურ ფორმულას და საკმარისია დადასტურებული იქნას მათი ბიოექვივალენტობა შესაბამის რეფერენს-პრეპარატთან. შემდეგ იქმნება უკვე მეორე რიგის ჯენერიკები, მესამე და ა.შ.
ანალიტიკური ცენტრი "რეიტინგი კავკასია" დაინტერესდა საზოგადოების ინფორმირებულობის დონით და მომხმარებელთა სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის ძირითადი მიზანი იყო, იცოდნენ თუ არა მომხმარებლებმა ჯენერიკ მედიკამენტების შესახებ და რამდენად იყენებდნენ მას.
20-21 ოქტომბერს გამოიკითხა თბილისის 400 მაცხოვრებელი. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 83%-ს საერთოდ არ სმენიათ ტერმინი "ჯენერიკის" შესახებ. ხოლო ინფორმირებული მომხმარებლებიდან მსგავსი ტიპის მედიკამენტებს 28% იძენს.
"რეიტინგი კავკასიის" დირექტორის გიორგი კაპანაძის განცხადებით, სატელეფონო კვლევის პარალელურად ფარმაცევტული ბაზრის შესწავლის მიზნით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დაწყებულია რაოდენობრივი კვლევებიც. “სრულ სურათს ნოემბრის ბოლოსთვის დავინახავთ. სატელეფონო კვლევიდან ნათელია, რომ მომხმარებლების დიდი უმრავლესობა ერთიმეორესგან ვერ არჩევს ბრენდულ და ჯენერიკ მედიკამენტებს, არ ინტერესდება სამკურნალწამლო საშუალებების წარმოების ადგილითა და საპატენტო ვადით. არადა, ქართული ბაზრის ფარამცევტულ სექტორში გაყიდვების 2/3-ზე მეტი სწორედ ჯენერიკ მედიკამენტებზე მოდის," - აღნიშნავს "რეიტინგი კავკასიის" დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გამართობის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამინისტროს 3-წლიანი საქმიანობის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაშიც ისაუბრა. ექსპერტთა ერთი ნაწილი, პრობლემიდან გამოსავალს სწორედ, ჯენერიკ მედიკამენტების ფარმაცევტულ ბაზარზე შემოტანასა და მათი სეგმენტის გაფართოებაში ხედავს და მიაჩნია, რომ ჯენერიკების ღირებულება ბრენდულ წამლებთან შედარებით, გაცილებით დაბალი იქნება.
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი "მიქსევა", რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით.უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.3 დღის წინ, "...
დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მ...
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ი...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები