სოც. მედია
საქართველოში მიწისძვრა მოხდა - ბიძგები იყო თბილისშიც
2015-07-27 11:25:51
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი კახეთში იყო, თუმცა მიწისქვეშა ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.
როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სეისმური მონიტორინგის ცენტრში განაცხადეს, მიწისძვრა რამდენიმე წუთის წინ, 10:58 საათზე მოხდა.
ეპიცენტრი სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით 30 კილომეტრში იყო. მიწისძვრის მაგნიტუდამ 4.1 შეადგინა.
კომენტარები