„თეგეტასა“ და „ეშვის“ კოლაბორაცია - როცა სამკაულ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
|
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ბანკები წელს მერვედ დაასახელა. ქვეყნის მასშტაბით ეს ჯილდო კი საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებას ერგო.
„როცა საქმე ეხება კერძო საბანკო მომსახურებას, ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც არიან აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლები და გამოცდილი პროფესიონალები როგორც ეკონომიკურ, ასევე ფინანსურ ტენდენციებში, უფრო გათვითცნობიერებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. ამიტომ, კიდევ უფრო რთულია დააკმაყოფილო მათი საჭიროებების საკმაოდ ფართო სპექტრი. Global Finance პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ბანკებად აღიარებს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც აღწევენ დიდ წარმატებას, როგორც რიცხვებში, ასევე იმ საჭიროებების მაღალი ხარისხით დაკმაყოფილებაში, რაც მათ მომხმარებლებს აქვს“,- განაცხადა ჯოზეფ ჯიარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა.
„მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. ეს ჩვენთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. ასევე, არის მოტივაცია, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი საქმიანობა ამ კუთხით. ჩვენი მიზანიც ესაა, ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო სწრაფი და საუკეთესო გადაწყვეტები შევთავაზოთ მათთვის სასურველ არხში, მოვერგოთ მათ მუდმივადცვალებად ინტერესებსა და საჭიროებებს. მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელიც დაუღალავად შრომობს იმისთვის, რომ მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ“,- განაცხადა ეთერ ირემაძემ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.
ინფორმაციისთვის, Global Finance-ის სარედაქციო საბჭომ პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ბანკები ინდუსტრიის წარმომადგენლების შეფასების საფუძველზე დაასახელა. ასევე, გადაწყვეტილება მიღებული იყო თავად ბანკების მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით. სარედაქციო საბჭომ მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების შესაფასებლად დამოუკიდებელი კვლევაც ჩაატარა.
საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა. ის 50,000-ზე მეტი ტირაჟით მსოფლიოს 193 ქვეყანაში გამოიცემა.
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბის...
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
თიბისის გუნდმა, გაზაფხულის გამორჩეული შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლებს სპეციალური ქეშბექ აქცია განაწილებით ყიდვის შემთხვევაშიც მოუმზადა. მხოლოდ 8 მარტს, გალერია თბილისში, თიბისის პარტნიორ...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები