1 4 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Startup Drive - სააქსელერაციო პროგრამა ავტო ინოვაციებზე მომუშავე სტარტაპებისთვის

სატრანსპორტო მიმართულებით სტარტაპების განვითარების ხელშეწყობისთვის კომპანია Future Laboratory-მ მასშტაბური პროექტი დაიწყო. პროგრამა საავტომობილო  ინოვაციებზე მომუშავე სტარტაპებს გააერთიანებს და მისცემს შანსს საკუთარი იდეა რეალურ ბიზნესად აქციონ.

პროექტის ფარგლებში ინოვაციური იდეის მქონე გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა 3-თვიან სააქსელერაციო პროგრამაში. ამისათვის მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ სურვილი განავითარონ პროექტები ჭკვიანი და ეკოლოგიური ტრანსპორტის, სატრანსპორტო უსაფრთხოების, გადაზიდვების, ერთობლივი გამოყენების ტრანსპორტის, დრონების და სხვა მსგავსი მიმართულებით.

„სტარტაპ აქსელერაციის პროექტისთვის ავტო მიმართულება ახალია, თუმცა ეს სფერო საკმაოდ ინოვატორულია. ამ მიმართულებით ქვეყანაში ბევრი სტარტაპი ფუნქციონირებს და ვიმედოვნებ, რომ დაინტერესება მაღალი იქნება. ეს პროექტი რეალურად არის შანსი სტარტაპებისთვის, რომ საკუთარი იდეა აქციონ რეალობად და დაიწყონ საოცნებო ბიზნესი,“ - ირაკლი ქაშიბაძე, "Future Laboratory"-ს დამფუძნებელი.

აქსელერაციის ფარგლებში, პირველ ეტაპზე შერჩეული სტარტაპები პროტოტიპის შესაქმნელად 5000 ლარიან ინვესტიციას მიიღებენ. გამარჯვებული სტარტაპებისთვის საპრიზო ფონდი 200 000 ლარია.  პროექტში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

სტარტაპ სააქსელერაციო პროგრამის პარტნიორი და გენერალური სპონსორი ავტოინდუსტრიის ლიდერი „თეგეტა ჯგუფია“.

პროგრამის ფარგლებში სტარტაპებს შეეძლებათ ისარგებლონ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს „ფაბლაბის“ ინფრასტრუქტურით. სტარტაპებს ექნებათ „თეგეტა ჯგუფის“ სპეციალისტებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და წვდომა გარკვეულ ტექნიკურ და საზომ აპარატურასთან. დამატებით ისინი შეძლებენ საექსპერტო რჩევები მიიღონ საერთაშორისო და ადგილობრივი მენტორებისგან და დარგის სპეციალისტებისგან. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...