1 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ოცნებები ზრუნვით სრულდება

კახეთის ერთ პატარა ქალაქში - წნორში, წლების წინ ახალგაზრდების ჯგუფმა პატარა სოციალური საწარმოს გახსნა გადაწყვიტა, „ცოდნის კაფე“ დაარქვა და დიდ, მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცედ მალევე აქცია. ბავშვების, ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა, ახალი ცოდნის მიღება თუ გამოცდილების გაზიარება „ცოდნის კაფეს“ მთავარი მისიაა.  დაარსების დღიდან დონაციებით, მეგობრების გვერდში დგომით, თანამოაზრეებისა თუ კეთილი ადამიანების ინტელექტუალური და მატერიალური მხარდაჭერით არსებობს. ამ ეტაპზე „ცოდნის კაფე“ თანამედროვე ბიბლიოთეკას, წიგნის მაღაზიას, კაფეს და არაფორმალური განათლების სივრცეს მოიცავს, რომლითაც რეგიონის მოსახლეობა სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობს, თუმცა გეგმები და მიზნები ბევრად დიდი და მასშტაბურია. იმისთვის, რომ ყველა ქიზიყელს ჰქონდეს წვდომა თანამედროვე სამყაროსთვის საჭირო ცოდნაზე, ყველა მსურველმა შეძლოს დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ინიციატივების განხორციელება, როგორც ცოდის კაფეს თანადამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი ამბობს  „ცოდნის კაფე“ ახალ და ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა

„2400-ზე მეტ მოქალაქესთან „ცოდნის კაფეს“ ვუშენებთ საკუთარ ჭერს. კონსტრუქციის რესურსები მოძიებულია და ახლა უკვე  სარემონტო რესურსებს და პატარ-პატარა აგურების შეგროვება დავიწყეთ  ადამიანებისგან და ბიზნეს ჯგუფებისგან. ვინც დებს ერთ აგურს, ანუ რიცხავს თანხას, მისი სახელი დაიწერება „ცოდნის კაფეს“ მაშენებელთა კედელზე. ახალი ცოდნის კაფე არსებულ სივრცეებთან ერთად თვითმობილიზების მუზუმს, რობოტიკის სკოლას,  საერთო სამუშაო სივრცესა და არტ რეზიდენციას გააერთიანებს, სადაც მეგობრულ და მყუდრო გარემოში ყველა მსურველი უკეთესი განათლების მიღებას, ახალი ინტერესების აღმოჩენას, განვითარებას და სოციალიზაციას შეძლებს. ჩვენი სივრცე საჭირო საგანმანათლებლო და კუტურულ ინიციატივებს უმასპინძლებს და რეგიონის გააქტიურებას შეუწყობს ხელს.“ - ნანა ბაგალიშვილი, „ცოდნის კაფეს“თანადამფუძნებელი

მნიშვნელოვანი ცვლილებები რომ ერთიანი ძალებით ხორციელდება, - ამის მტკიცედ სჯერათ ცოდნის კაფეში, ამიტომაც სიამოვნებით მიიღეს თეგეტა ჰოლდინგის წინადადება და მათ კამპანიაშიც ჩერთნენ. სხვა ორგანიზაციებთან ერთად პლატფორმაზე tegeta.care"ცოდნის კაფესაც“ იპოვით. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ზრუნვის კამპანიაში თქვენც ერთვებით. არა, უბრალოდ კი არ ერთვებით, არამედ თქვენი დონაციით და თანადგომით ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ  ცვლით და აშენებთ საგანმანათლებლო ოაზისს - „ცოდნის კაფეს“ და მოგვიანებით თქვენი სახელობის აგურსაც პოულობთ ცოდნის კაფეში. 

კომპანია „თეგეტა ჰოლდინგმა“ სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად და სიკეთის  გარშემო რაც შეიძლება მეტი ადამიანის გასაერთიანებლად, მასშტაბური საახალწლო კამპანია წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა, tegeta.careრომელიც სხვადასხვა  ორგანიზაციებსა თუ პროექტებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ნებისმიერ მსურველს კი შესაძლებლობას აძლევს მისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაზე იზრუნოს - დააფინანსოს, მხარი დაუჭიროს ან ცნობადობის ამაღლებას შეუწყოს ხელი. სულაც არ არის საჭირო განსაკუთრებული მონაცემები, გამოცდილება, სტატუსი ან ფინანსური მდგომარეობა. ზრუნვა არც ზედმეტ თავისუფალ დროს, განსაკუთრებულ რესურსს და არც დიდ ძალისხმევას საჭიროებს.

"tegeta.care არის ხიდი იმ ადამიანებს შორის, ვისაც სურს განათლების მიღება და ვისაც აქვს შესაძლებლობა გაამარტივოს განათლებაზე წვდომა, თანხა ჩადოს და განავითაროს ეს მიმართულება.  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომპანიასთან ამ ტიპის ურთიერთობა, ძალიან კარგი გუნდია და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ უკვე „ცოდნის კაფეს“ ჭერქვეშ მეგობრობას“, -  ნანა ბაგალიშვილი, „ცოდნის კაფეს“თანადამფუძნებელი

ჯადოსნური, ბრჭყვიალა და დადებითი ემოციებით სავსე თარიღი ახლოვდება... ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ბავშვებზე, მოხუცებზე, მიუსაფარ ცხოველებზე, იმისათვის რომ ეს წელი ყველასთვის ჯადოსნური იყოს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...