„თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
|
თიბისის, როგორც პროექტის წარმდგენისა და გენერალური პარტნიორობით საქართველოში Harvard Business Review-ს ახალი წიგნების ქართული თარგმანები გამოიცა. პროექტის მხარდამჭერია კომპანია ჯეპრა (Gepra). HBR-ის გზამკლევთა სერიას სამი ახალი წიგნი შეემატება:
1. HBR-ის გზამკვლევი გუნდის მოტივირებისთვის;
2. HBR-ის გზამკვლევი მეტი პროდუქტიულობისთვის;
3. HBR-ის გზამკვლევი სტრატეგიული ინიციატივების მართვაში.
ახალი გამოცემების პრეზენტაცია 19 ნოემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში შედგება, სადაც გაიმართება საპანელო დისკუსია ბიზნეს ლიტერატურის, ბიზნეს განათლების, პროდუქტიულობისა და გუნდის მოტივაციის თემებზე.
თიბისი კონცეპტის და მცირე და საშუალო ბიზნეს მომხმარებლები წიგნების შესაძენად განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ.
‘‘თიბისის მხარდაჭერით Harvard-ის სამი გზამკლვევი ითარგმნა, დღეიდან ქართველი მკითხველი, მენეჯერები და სტუდენტები შეძლებენ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბიზნეს ლიტერატურის ქართულ ენაზე კითხვას. ამ დრომდე ჩვენმა გამომცემლობამ უკვე მოახერხა 9 ბესტსელერის ქართულ ენაზე თარგმნა. ახალ სამეულშია წიგნები რომელიც ეხება პროდუქტიულობას, სტრატეგიას და გუნდის მოტივირებას. წიგნების შერჩევის პროცესზეც თიბისის გუნდთან ერთად ვიმუშავეთ, გვჯერა რომ ეს ის თემებია, რაც დღეს ქართველ მკითხველს აინტერესებს. გვსურს, მადლობა ვუთხრათ ჩვენს მკითხველს, რომელიც აქტიურად ყიდულობს წიგნებს, ჩვენს სარედაქციო გუნდს და მხარდაჭერებს პროექტის უმოკლეს ვადებში განხორციელებისათვის’’ - აკო ახალაია, ბიზნეს მედია საშუალება „მარკეტერის“ დამფუძნებელი.
„ეს გამოცემა მნიშვნელოვანია როგორც საერთო საგანმანათლებლო კუთხით, ისე ყველა ასაკის დამწყები თუ უკვე შემდგარი ბიზნესის, ლიდერის, სტარტაპერის, სტუდენტისთვის. ჰარვარდის, ქეისებზე და კვლევაზე ბაზირებული სწავლის მეთოდი, სრულიად გასაგებ და პრაქტიკულ ენაზე ხსნის ურთულეს თეორიებს მენეჯმენტში, ორგანიზაციულ მოწყობაში, ლიდერობაში. ამ მასალის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, რაც თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ათწლეულების განმავლობაში.“ - ნინო ეგაძე, თიბისის ბრენდისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი
ჯეპრა 2002 წლიდან მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში კონსულტაციებსა და მომსახურებაზე. კომპანია თავის პარტნიორებს და კლიენტებს სთავაზობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ასრებულ უახლეს მეთოდოლოგიასა და საკუთარი ექსპერტების გამოცდილებაზე დამყარებულ პროფესიონალურ მომსახურებას.
თიბისი ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია და ამ მიმართულებით არაერთი ინიციატივით გამოირჩევა. ბიზნესსაქმიანობის გამარტივებისთვის, თიბისი ბიზნესის სფეროს ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, განათლების გაღრმავებაშიც უწყობს ხელს. სწორედ ამ მიზნით, გახდა თიბისი Harvard Business Review-ს ოფიციალური პარტნიორი.
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები