2 1 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანია აჭარაბეთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივასა“ და ფონდ ,,ფემინას“ შორის თანაშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კომპანია „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ განაცხადა. თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა აჭარაბეთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივასა“ და ფონდ „ფემინას“ შორის. მემომორანდუმის ფარგლებში კომპანია „აჭარაბეთი“ ხელს შეუწყობს ფონდის ბენეფიციარებს გაუჩნდეთ წვდომა განათლების მისაღებად.

კერძოდ, „აჭარაბეთის“ მხრადაჭერით 22 ქალს ექნება შესაძლებლობა ჩაერთონ პროექტში,  გადამზადდნენ 6 თვიანი სრულფასოვანი კურსით ინგლისური ენის შესწავლის მიზნით და  საოფისე პროგრამებში.

 4  სტუდენტი ქალი შეძლებს დაასრულოს უმაღლეს სასწავლებელში სწავლა, გაზაფხულის სემესტრის სასწავლო გადასახადის სრულად დაფარვით.

„აჭარაბეთის მიზანია, მხარი დავუჭიროთ ფონდ „ფემინას“ ბენეფიციარებს და  მივცეთ განათლებაზე წვდომის შესაძლებლობა. კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია „ინიციატივის“ ფარგლებში განვახორციელოთ სწორედ ისეთი აქტივობები,რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანებს გადალახონ ბარიერები  და  განვითარდნენ.  „ინიციატივის“ ხელშეწყობით ფონდის ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ინგლისური ენა და გადამზადდნენ საოფისე პროგრამებში, ხოლო ის ბენეფიციარები რომლებიც უნივერსიტეტის  დასრულებას ვერ ახერხებდნენ  ფინანსების არქონის გამო, სრულად დაუფინანსდებათ სწავლის საფასური.“– აღნიშნა „აჭარაბეთის“ წარმომადგენელმა ნინი გუჯაბიძემ.

"ფონდი  ფემინა 2020 წლიდან ზრუნავს   მარტოხელა დედების , სოცდაუცველი სტუდენტების  და ძალადობის მსხვერპლ ქალთა გაძლიერებაზე. ქალთა მოწყვლადობის შემცირებასა და  აღმოფხვრაში საკუთარი წვლილის შეტანა ჩვენი ფონდის პრიორიტეტული ამოცანაა. მათთვის განათლების  შესაძლებლობათა მიცემა  საამისოდ საუკეთესო გზაა. ჩვენ ვცხოვრობთ  გარემოში , სადაც ფინანსური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია  კარიერული  თუ  პროფესიული  განვითარებისთვის . თანამედროვე შრომითი გარემოს მოთხოვნები შორს სცდება მხოლოდ პროფესიული თუ უმაღლესი განათლების დიპლომის ქონას, უმნიშვნელოვანესია,  ფლობდე  იმ საბაზისო უნარ-ჩვევბს,რის გარეშეც ურთულესია  გაუმკლავდე     სამუშაო პროცესს. საერთაშორისო ენის  აუცილებელი დონის და  საოფისე პროგრამების  გარეშე ეს ყველაფერი , პრაქტიკულად , შეუძლებელ  მისიას ჰგავს . სიღარიბე , როგორც უდიდესი  ბარიერი , ბევრ  ადამიანს უზღუდავს ამ შესაძლებლობაზე  წვდომას. ჩვენ , რამდენადაც ქალთა უფლებების და ინტერესების დამცველი  ორგანიზაცია , ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ მათ ამ ბარიერების გადალახვაში. პროექტი " თანაბარი განათლების შესაძლებლობა ქალებს " სწორედ ამას  ემსახურება , რისთისაც ცხადია უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მთელმა გუნდმა  "აჭარაბეთის " ადამინისტრაციას . ამ პროექტის მხარდაჭერა ბენეფიციარებისთვის ძალიან დიდი შანსი და სტიმულია " - განაცხადა ნინო ბაისონაშვილმა, ორგანიზაციის დირექტორმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...