1 0 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პროტესტის მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, არ მოახდინონ სამშენებლო უბანზე მისასვლელი გზების ბლოკირება. მნიშვნელოვანია ამ ვალდებულებების შესრულება” —დირკ ბუშლე

ევროპის ენერგეტიკული საბჭო დირკ ბუშლეს მიერ გამართული მედიაციის პირველ რაუნდს აჯამებს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პირველ
ეტაპზე მნიშვნელოვანია ხეობაში ვითარების განმუხტვა, რაც ხელისუფლების მხრიდან ბარიერების მოხსნასა და გუშაგების მხრიდან ბლოკირებაზე უარის თქმაში უნდა გამოიხატოს. გთავაზობთ დოკუმენტის სრულ თარგმანს:

 

“ამ შაბათს, ქალაქგარეთ, სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს მთავრობას შორის გაიმართა მოლაპარაკებების პირველი შეხვედრა, მდინარე რიონზე ნამახვანჰესის პროექტის საკითხთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ რიგ სამოქმედო ღონისძიებებზე სამ მთავარ თემასთან მიმართებაში: მშენებლობისა და გარემოსდაცვითი ნებართვების პირობების ეფექტური და გამჭვირვალე კონტროლი და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მათი განხილვა, რიონის ხეობაში ვითარების დეესკალაცია და ღია დებატები საქართველოს სამომავლო ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე,  ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმის ეროვნული გეგმის პროექტის გათვალისწინებით. მოლაპარაკებები ჩატარდა დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის სამდივნოს მედიაციით.
 
მოლაპარაკებების მედიატორი, დირექტორის მოადგილე დირკ ბუშლე, აკეთებს ამგვარ დასკვნას: „ამ ღონისძიებათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელია სიტუაციის დეესკალაცია ადგილზე, რიონის ხეობაში. უნდა აღდგეს მშვიდობიანი პროტესტისა და ხეობაში გადაადგილების შესაძლებლობა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ადამიანებისა და ქონების უსაფრთხოება - ორივე მხარეს. შესაბამისი ზომების გატარება, უპირველეს ყოვლისა, მთავრობის პასუხისმგებლობაა. მან აიღო ვალდებულება, მოხსნას ბარიკადები და უზრუნველყოს გადაადგილების შესაძლებლობა მთავარ გზაზე. იგი, ასევე, გააკეთებს განმარტებას მომიტინგეთა დაკავების საკითხზე. მეორეს მხრივ, პროტესტის მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, არ მოახდინონ სამშენებლო უბანზე მისასვლელი გზების ბლოკირება. მნიშვნელოვანია ამ ვალდებულებების შესრულება. სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის ნდობის აღდგენისთვის და მოლაპარაკების პერიოდში შეუქცევადი ზომების თავიდან ასაცილებლად, ყველა მონაწილე მხარემ უნდა გამოიჩინოს საჭირო თავშეკავება და იქონიოს კავშირი ერთმანეთთან. ეს მოგვცემს მედიაციის პროცესის გაგრძელების საშუალებას.“

 

ლინკი : https://www.energy-community.org/news/Energy-Community-News/2021/06/15.html?fbclid=IwAR26mqZMiahHrJgH-uSQ6yxdLGSfzmALABQ7f2aTbg2eLhhDtWcTW2HJXMo

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...