1 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი Wings for Life World Run 2022-ის მხარდამჭერია

თიბისი რედბულის ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიების - Wings for Life World Run-ის მხარდამჭერია. 8 მაისს, 15:00 საათზე, საქართველო ირბენს მსოფლიოსთან ერთდ. ერთობლივი სირბილის ათვლის წერტილია დინამო არენა (ა. წერეთლის გამზირი #2). თიბისის გუნდის წევრები შეუერთდნენ ღონისძიებას და ჩაერთნენ საქველმოქმედო მარათონში.

 

2022 წელს, Wings for Life World Run აპლიკაციით ჩატარდება. ეს კიდევ უფრო ამარტივებს გაერთიანებასა და კეთილი საქმისთვის ჯანსაღ აქტივობას. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ლოკაცია/ქვეყანა და დაიწყოთ სირბილი. ასევე, მისი მეშვეობით შეძლებთ დარეგისტრირდეთ რბენაზე ადგილმდებარეობის არჩევის გარეშე და თქვენთვის სასურველი, ნებისმიერი, ლოკაციიდან შეუერთდეთ ღონისძიებას.

 

ღონისძიების მონაწილეები ირბენენ ათასობით ადამიანთან ერთად მთელი მსოფლიოს გარშემო ერთსა და იმავე დროს. გაირბენენ იმდენს, რამდენსაც შეძლებენ და ამას გააკეთებენ არა მხოლოდ საკუთარი თავისთის, არამედ კეთილი მიზნებისთვისაც. რედბულის Wings for Life World Run-ში გადახდილი თანხის 100%-ს რიცხავს ზურგის ტვინის კველვაში. მისი მიზანია ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზის მოძებნა, უახლესი კვლევების დაფინანსების მეშვეობით მთელ მსოფლიოში.

 

თიბისი Wings for Life World Run-ის მხარდაჭერით ადამიანების დახმარების სურვილსა და მიზანს ემსახურება. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემო და ცხოვრების წესი, სწორედ ამიტომ, თიბისელები ერთად ირბენენ მსოფლიოს გარშემო ისეთი ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც სჭირდებათ ზურგის ტვინის კვლევის დაფინანსება.

 

დეტალური ინფორმაცია ღონისძიებასთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/events/s/wings-for-life-world-run-2022-/655523225679023/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...