„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
|
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი განხორციელდა ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივის „ქალები კიბერუსაფრთხოებაში“ ფარგლებში.
პროექტი მიზნად ისახავდა ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, რომელთაც აქვთ სურვილი და მოტივაცია, კარიერული განვითარებისთვის, გადადგან პირველი ნაბიჯები კიბერუსაფრთხოების სფეროში.
„მოხარული ვართ, რომ ბრიტანეთის საელჩოს "ქალების კიბერუსაფრთხოებაში" ინიციატივასთან ერთად გავაკეთეთ პროექტი", რომელმაც ხელი შეუწყო კიბერსაფრთხოებით დაინტერესებულ ადამიანებს მიეღოთ მეტი ინფორმაცია და გაეღრმავებინათ ცოდნა ამ სფეროში. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ქალების გაძლიერება ტექნოლოგიებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით კომპეტენციის გაღრმავება“ - თათა ანჯაფარიძე, IT აკადემიის ლიდი.
სპეციალურად TBCxWIC პროექტის მონაწილეთათვის თიბისი IT აკადემიაში შეიქმნა „კიბერუსაფრთხოების & SOC საფუძვლების” პრაქტიკული კურსი. კურსი სრულად ბუთქემფურ ხასიათს ატარებდა, რომლის ფარგლებშიც 15 მონაწილემ, 6 დღის განმავლობაში, სფეროს წამყვან პროფესიონალებთან ერთად თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო.
„მე ვარ მარიამი, ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე და ვმუშაობ Senior IT სპეციალისტის პოზიციაზე. პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის მაინტერესებდა კიბერუსაფრთხოების სფერო, თუმცა ზუსტად არ ვიყავი დარწმუნებული, იყო თუ არა ეს ის მიმართულება, სადაც მინდოდა საკუთარი კარიერის გაგრძელება. „კიბერუსაფრთხოების & SOC საფუძვლების” კურსმა მომცა შესაძლებლობა, უკეთ გამეგო ამ სფეროს სპეციფიკა, შესაძლებლობები და გამოწვევები. კურსის მიმდინარეობისას მივხვდი, რომ ეს არის ის მიმართულება, რომელშიც ნამდვილად მსურს განვითარება. ახლა უკვე მკაფიოდ ვიცი, რომ მაგისტრატურისთვის ისეთ უნივერსიტეტს ავირჩევ, რომელიც საფუძვლიან ცოდნას მომცემს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და დამეხმარება ჩემი მიზნების მიღწევაში“ - მარიამ ბაკარანძე, პროექტი TBCxWIC-ის კურსდამთავრებული.
კურსი მოიცავდა როგორც კიბერუსაფრთხოების საბაზისო სწავლებას, რომელიც ფოკუსირებულია ინფორმაციის და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოებაზე, ასევე - SOC უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის შესახებ ფუნდამენტური ცოდნის მიღებას, მისი არქიტექტურის, ოპერაციების, როლების და ძირითად ინციდენტებზე რეაგირების გზებზე.
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები