0 9 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის განაწილება უკვე ონლაინ შოპინგის დროსაც ხელმისაწვდომია

 

თიბისი ზრუნავს მომხმარებლის კომფორტსა და კმაყოფილებაზე და დღეიდან, მათ უკვე შეუძლიათ გაანაწილონ თანხა პარტნიორი ობიექტების, როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიებში გადახდისას. 

 

თიბისის განაწილება არის გადახდის ალტერნატიული შესაძლებლობაა, რომლის დახმარებითაც ნივთის ღირებულების გაყოფა შეგიძლია 4 ტოლ ნაწილად, საპროცენტო განაკვეთის და დამატებითი საკომისიოების გარეშე.  

 

თიბისიმ განაწილება 2022 წლის დეკემბრიდან დანერგა და დღემდე გადახდის ეს მეთოდი დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში. თუ აქამდე განაწილების გამოყენება მხოლოდ ფიზიკურ სივრცეებში იყო შესაძლებელი, ახლა უკვე თანხის განაწილება ონლაინ გადახდისასაც არის შესაძლებელი.

 

​პროდუქტით სარგებლობისთვის აუცილებელია, მომხმარებელს ჰქონდეს წინასწარ დამტკიცებული განაწილების ლიმიტი.  ლიმიტის შემოწმება და დამტკიცება ციფრულ ბანკში, შეთავაზებების გვერდიდან არის შესაძლებელი.

თუ ლიმიტი უკვე დამტკიცებული გაქვს, განაწილებით გადახდას პარტნიორ ობიექტებში მარტივად შეძლებ.

 

ამისთვის, ონლაინ შოპინგისას:

 

·         აირჩიე პარტნიორი ონლაინ მაღაზია;

·         შეარჩიე სასურველი პროდუქტი და გადადი ყიდვაზე;

·         გადახდის მოთოდად აირჩიე თიბისი განაწლება;

·         შენი ციფრული ბანკიდან დაასკანერე QR კოდი;

·         აირჩიე თიბისი განაწილება;

·         გაეცანი და დაეთანხმე წესებს და პირობებს;

·         სასურველი პროდუქტი უკვე შენია;

 

ფიზიკურ მაღაზიებში შოპინგისას:

 

·         ციფრული ბანკიდან დაასკანერე QR კოდი, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში ტერმინალზე გამოჩნდება;

·     QR-ის დასკანერების შემდეგ გაეცანი ძირითად პირობებს და დაეთანხმე ხელშეკრულებას;

·     ტერმინალზე დაიბეჭდება ქვითარი, რაც იმას ნიშნავს რომ განაწილება დასრულებულია.

 

სარგებლობის ძირითადი პირობები:

 

·         განაწილების ლიმიტი - 100-დან 5000 ლარამდე

·         განაწილების ვადა - 4 თვე

·         ​საპროცენტო განაკვეთი - 0%​

·         ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 0%​

·         გაცემის საკომისიო - 0%​

·         წინსწრებით დაფარვის საკომისიო - 0%

გადმოდე ყიდვა, გადადე გადახდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...