0 3 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Porsche 911 GT3-ის ახალი რეკორდი ნიურბურგრინგის ტრასაზე

 

·         ახალი Porsche 911 GT3 Weissach მოდულით ნიურბურგრინგ ნორდშლაიფის ტრასაზე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სერიული მანქანების რეკორდსმენია

 

·         Porsche 911 GT3-მა ტრასა 6:56.249 წუთში დაფარა და არსებული რეკორდი 9.5 წამით გააუმჯობესა

 

Porsche 911 GT3-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველაზე სწრაფი მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილია ნიურბურგრინგის ტრასაზე და მორიგი რეკორდული მაჩვენებლები შემოგვთავაზა. ახალმა Porsche 911 GT3-მა არსებული რეკორდი 9.5 წამით გააუმჯობესა. განახლებული 911 GT3 ზოგადი სამუშაო პარამეტრების გაუმჯობესებისა და  Weissach აღჭურვილობის შედეგად 3.7 წამით უფრო სწრაფი აღმოჩნდა თავის წინამორბედზეც - პორშეს ორმაგი გადაბმულობის სისტემის (PDK) მქონე 911 GT3-ზე. უნდა აღინიშნოს, რომ განახლებულ მოდელში ძრავის სიმძლავრე უცვლელია, თუმცა ძარის გაძლიერებული მახასიათებლების წყალობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ავტომობილის სამუშაო პარამეტრებიც.

ანდრეას ფროინინგერი, Porsche-ს GT მოდელების ხაზის დირექტორი: „სულ უფრო მეტი  911 GT3-ის მოყვარული ირჩევს 6-სიჩქარიან, მექანიკური გადაცემათა კოლოფის  მქონე ვერსიას. ისინი ხშირად გვეკითხებოდნენ, რამდენად სწრაფი იქნებოდა ახალი 911 GT3 ნორდშლაიფეს ტრასაზე. ვფიქრობ, ამ შეკითხვას წარმატებით ვუპასუხეთ - იგივე სიმძლავრე და უკეთესი სამუშაო მახასიათებლები.

როდესაც ახალი 911 GT3-ით რეკორდის მოხსნა გადავწყვიტეთ, ცხადია, დავინტერესდით, რომელმა ავტომობილებმა დაამყარეს მანამდე არსებული რეკორდები. ტრასის შემოკლებული, 20.6-კილომეტრიანი მარშრუტის გასავლელად კონკურენტს 7:01.300 წუთი დასჭირდა. ეს კი, სრული მარშრუტის (20.832-კილომეტრიანი ტრასა) შემთხვევაში დაახლოებით 7:05.800 წუთს შეადგენს. სწორედ ეს რეკორდი უნდა გაგვეუმჯობესებინა. ახალი 911 GT3-ის შემთხვევაში წამმზომმა 6:56.249 წუთი აჩვენა, რაც მანამდე არსებულ რეკორდზე 9.5 წამით ნაკლებია“.

ყველა, ვინც ნიურბურგრინგის რეკორდებს ადევნებს თვალყურს, კარგად იცნობს იორგ ბერგმაისტერის სახელს. Porsche-ს ბრენდ ამბასადორსა და განვითარების მენეჯერს ნორდშლაიფის ტრასაზე არაერთი რეკორდი აქვს დამყარებული. ახალი რეკორდის დასამყარებლად, ბერგმაისტერი 20 832-კილომეტრიან ტრასაზე 27 გრადუს სიცხეში გაემართა, 375 კვტ-ის (510 ცხენის ძალა) სიმძლავრისა და Weissach მოდულით აღჭურვილი 911 GT3-ით. წინამორბედის მსგავსად, ავტომობილი წარმოდგენილი იყო Michelin Pilot Sport Cup2 R საბურავებით.  

იორგ ბერგმაისტერი, Porsche-ს ბრენდ ამბასადორი და განვითარების მენეჯერი: „ახალმა 911 GT3-მა კიდევ უფრო მეტი თვითრწმენა შემძინა. ჩემი მიზანი ერთადერთი იყო: მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილით ტრასის უფრო სწრაფად გავლა. ბედნიერი ვარ, რომ წინა მოდელის შედეგი თითქმის ყველა მოსახვევში გავაუმჯობესე. 

911 GT3 RS-ის მართვისას დიდი გამოცდილება მივიღე, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, რომლებიც ავტომობილის ძარასთანაა დაკავშირებული. შედეგად კი ახალმა მოდელმა გაცილებით უკეთესი შედეგები აჩვენა უსწორმასწორო ზედაპირზე მართვისას. სიჩქარეების გადართვის 8%-ით შემცირებული დროის წყალობით, იმავე სიმძლავრის ძრავის ავტომობილით აჩქარებისას უკანა ხიდიდან მომავალი სიმძლავრე გაცილებით მეტია“.

ახალი Porsche 911 GT3-ის ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება:

• სიმძლავრე - 510 ცხენის ძალა;

• აჩქარება 0-დან 100 კმ/სთ-მდე - 3,4 წმ;

• მაქსიმალური სიჩქარე - 311 კმ/სთ.

საქართველოში Porsche 911 GT3-ის შეძენა ბრენდის ოფიციალურ დილერთან, „პორშე ცენტრი თბილისშია“ შესაძლებელი. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“  შემავალი კომპანია ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები