0 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ლიზინგი GGF-ის ახალი პლატფორმის „მწვანე გზის“ პარტნიორია

ფონდმა მწვანე ზრდისთვის (GGF) ახალი პლატფორმის  განვითარება დაიწყო. „მწვანე გზა“, ასე ეწოდება პროექტს, რომელიც ასახავს მწვანე ფინანსების ბიზნეს და გარემოსდაცვით სარგებელს და იმას, თუ როგორ ხელმძღვანელობენ ფონდის პარტნიორი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მწვანე ეკონომიკის მიმართულებით. პლატფორმა რეალური მაგალითებით აღწერს პარტნიორი არასაბანკო და საბანკო ფინანსური ინსტიტუტების განვლილ გზას და იმას, თუ როგორ შეძლეს მათ მიეღოთ ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტილებები.

 

ადვილად ნავიგაციური რუქით აღჭურვილ მიკრო-საიტზე გაზიარებულია წარმატებული ისტორიების სერია, რომელიც აცოცხლებს ფონდის პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების გამოცდილებას.

 

GGF-ის თავმჯდომარე, ოლაფ ზიმელი: ”ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მწვანე ფინანსები არის მომავალი. ამ პლატფორმის საშუალებით ვიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოახდინეს ჩვენმა პარტნიორმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა საკუთარი პორტფოლიოს დივერსიფიკაცია, შექმნეს ახალი პროდუქტები და გაზარდეს კლიენტების ბაზა სტრატეგიების მდგრადობის საფუძველზე. ჩვენი მხარდაჭერით, ვიმედოვნებთ, რომ სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც მოტივირებულნი იქნებიან დაიწყონ საკუთარი მწვანე გზა".

 

„თიბისი ლიზინგი“ მწვანე გზის პარტნიორია. მისი გენერალური დირექტორი გაგა გოგუა მოხარულია სპეციალური სალიზინგო პროდუქტების წარმატებით:  „განახლებადი ენერგია მწვანე ეკონომიკის განვითარების საფუძველია. ჩვენს პარტნიორ GGF-თან ერთად შექმნილი პროდუქტების წყალობით, დავაფინანსეთ არაერთი პროექტი განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ფაქტობრივად, ჩვენი მწვანე პორტფელი წელიწადში საშუალოდ 100%-ით იზრდება, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია“.

 

გაეცანით ამ და სხვა რეალურ მაგალითებს მწვანე გზის მიკრო-საიტზე და შეისწავლეთ როგორ უჭერს მხარს GGF ფინანსურ ინსტიტუტებს მწვანე ფინანსების მიმართულებით.

 

 

GGF-ის შესახებ

 

ფონდი მწვანე ზრდისთვის (GGF) ინვესტირებას ახორციელებს მსოფლიოს 19 ქვეყანაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, უკრაინის, მოლდოვას, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში. ფონდის მიზნობრივი ინვესტიციები მიმართულია ენერგო რესურსების დაზოგვაზე, CO2 -ის ემისიის შემცირებაზე და რესურსების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე. ფონდი აღნიშნულ ინვესტიციებს ახორციელებს პირდაპირ, კომპანიებისა და მუნიციპალიტეტების განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებით, ან არაპირდაპირ, შერჩეული ფინანსური ინსტიტუტების საშუალებით. GGF-ის ტექნიკური დახმარების მექანიზმი მაქსიმალურად ზრდის ფონდის ინვესტიციების ეფექტიანობას, ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებსა და პარტნიორებში პოტენციალის შექმნით.

 

GGF დაარსდა 2009 წლის დეკემბერში გერმანიის განვითარების ბანკისა (KfW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, ევროკომისიის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ავსტრიის განვითარების ბანკის (OeEB) ფინანსური მხარდაჭერით. ფონდის ინვესტორთა მზარდი  ბაზა მოიცავს დონორ ორგანიზაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და ინსტიტუციონალურ კერძო ინვესტორებს, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC), ჰოლანდიური განვითარების ბანკს (FMO), გერმანიის ეთიკურ ბანკს (GLS) და შვედეთის ეკლესიას. GGF-ის მრჩეველია Finance in Motion GmbH.  ტექნიკურ კონსულტაციებს კი  MACS Management and Consulting Services GmbH, ფრანკფურტი,  უზრუნველყოფს.

 

GGF-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია  შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.ggf.lu და ტვიტერზე: @GreenGrowthFund

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:35

    თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ START-UP მ...

    თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...

  • 11:26

    PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და გთავაზობთ 70%-მდე ფას...

    PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...

  • 11:12

    თიბისის განსაკუთრებული საგაზაფხულო შეთავაზება 2 და...

      2-3 მარტს, თიბისის საგაზაფხულო კვირეულის ფარგლებში, პარტნიორ ობიექტებში სასურველი ნივთების შეძენისას, მომხმარებლები მიმდინარე ფასდაკლებებთან ერთად, 30%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ისარგებლებენ. ახა...

  • 15:29

    28 თებერვალს, AWS კომუნა თიბისის მხარდაჭერით უკვე ...

    თიბისის მხარდაჭერით, 28 თებერვალს ტექნოლოგიური ღონისძიება  - AWS კომუნის შეკრება გაიმართება. AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, ასევე, დეველოპერებისგან შემდგარი კომუნაა,...

  • 13:58

    თიბისი კონცეპტის სპეციალური შეთავაზებები მარტის კვ...

    "უკვე გაზაფხულია"- თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს გაზაფხულისთვის ტრადიციულად მასშტაბური შეთავაზებების კვირეული მოუმზადა. ბარათების მფლობელები, 1-დან 8 მარტის ჩათვლით, პარტნიორ ობიექტებში, განსაკუთრებ...

  • 12:00

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით UK Bridge-ს განათლები...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 1 მარტს, UK Bridge-ის ყოველწლიურ ღონისძიებას „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2025“ უმასპინძლებს. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ ...

  • 11:49

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღ...

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად - საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.   Global Finance-ის პირ...